„KTW ჯგუფმა“  ეკო-სოფლის პროექტი დროებით შეაჩერა

„KTW ჯგუფმა“ ეკო-სოფლის პროექტი დროებით შეაჩერა

access_time2020-05-14 16:00:16

2020 წელს „KTW ჯგუფი“ დეველოპერულ ბიზნესში შესვლას გეგმავდა, თუმცა, კოვიდ 19- მა კომპანიის გეგმები შეცვალა. ეკო-სოფლის პროექტის განხორციელება, რომელიც კახეთში ღვინის სოფელის აშენებას გულისხმობდა, დროებით შეჩერდა. როგორც „კომერსანტს“ “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა,კომპანია  ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება გადაწყვეტილებას მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, წელს მიწის გარკვეულ ნაწილზე „KTW ჯგუფმა“ ვენახი უკვე გააშენა, ხოლო ნაწილი უკვე საკუთრებაში აქვთ და  მის დამუშავებას შემოდგომაზე აუცილებლად გააგრძელებენ.

 

„როგორც მოგეხსენებათ ეს პროექტი არის ქართული, მე ვიტყოდი მსოფლიო ეკონომიკის ორგანული ნაწილი. ის შეფერხდა, მაგრამ ეს დროებითია. რაც შეეხება კონკრეტული განვითარების გეგმას, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან. ვფიქრობ, მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმის შესახებ, რომ ამ მიწაზე საჭიროა მსგავსი ინვესტიციების განხორციელება. თუ ამის დამტკიცებაა საჭირო, ჩვენ მზად ვართ ეს უფრო მაღალ და პროფესიონალურ დონეზე წარმოვადგინოთ.



ამ ეტაპზე მიმდინარეობს კერძო მესაკუთრეებთან კომუნიკაცია.  ვენახი ეკო-სოფელს გაუსწრებს წინ, ვინაიდან მას  სამი წელი სჭირდება, რომ თავი დაიმაგროს და შედეგი მოიტანოს. ამასობაში გააქტიურდება სამშენებლო საქმიანობა. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენ ველოდებით დროულ გადაწყვეტილებას მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით“, - განმარტავს ზურაბ ჩხაიძე.

 

შეგახსენებთ, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, „KTW“ აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით. 16 წლის განმავლობაში, „KTW“ ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.კომპანიის წარმოების უმრავლესობა მისივე ვენახის ყურძნისგან მოდის. კომპანიის ვენახები ამჟამად 600 ჰექტარზე მთელი საქართველოს გარშემოა განლაგებული. ამჟამად „KTW“ 50-ზე მეტ ძირძველ ყურძნის ჯიშთან მუშაობს.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up