KTW Developement-ი ფიროსმანის ქუჩაზე ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს (ფოტოები)

KTW Developement-ი ფიროსმანის ქუჩაზე ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს (ფოტოები)

access_time2020-07-21 14:30:19

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“(KTW ჯგუფი)  შვილობილი კომპანია KTW Development-ი ფიროსმანის ქუჩაზე ახალ, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. 15 მილიონი ლარის ინვესტიციით პროექტის განხორციელება სექტემბერში დაიწყება და 15 თვეში დაასრულებს.

 

როგორც KTW-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, ესაა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ფიროსმანის ქუჩის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას და მომავალში შესაძლოა ეს ადგილი „განახლებული ფიროსმანიც“ კი გახდეს.

 

„ჩვენთვის საინტერესო იყო ფიროსმანის ქუჩის ისტორიული დატვირთვა და ძველი თბილისის ის ხიბლი, რამაც შეიძლება ტურისტულად მიმზიდველი გახადოს ეს უბანი. ამიტომ გადავწყვტეთ, რომ ფიროსმანის ქუჩის განვითარებაში  მონაწილეობა მიგვეღო. ამჟამად მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორია ცარიელი ადგილია და ფაქტობრივად სანაგვედაა ქცეული. სამომავლოდ კი ეს იქნება ერთერთი მიმზიდველი ადგილი ვიზიტორებისთვის და პოტენციური მაცხოვრებლებისთვის. ეს იქნება თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსი, რომელშიც გათვლილია ორდონიანი საპარკინგე ადგილი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული საცხოვრებელი სივრცე. ეს ტერიტორია საინტერესოა და განვითარების პერსპექტივა აქვს, როგორც ტურისტული ასევე, ბიზნესის კუთხითაც. ადგილზე ვგეგმავთ კაფე/რესტორნებისა და საერთო გამოყენების სივრცეების შექმნას, რომელიც პროექტს ყველასათვის მიმზიდველს გახდის. თუ იქნება დაინტერესება ამ კონკრეტულ პროექტზე, სამომავლოდ ფიროსმანის უბნის განვითარებაზეც ვიზრუნებთ - განმარტავს ზურაბ ჩხაიძე.

 


კომპლექსი შედგება 4 ძირითადი ბლოკისგან, რომლის საცხოვრებელი სივრცის ბუნებრივი ვენტილირება იქნება შესაძლებელი და ზედა სართულებზე იქნება გამწვანებული სივრცე. პროექტი მოწონებულია თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ.

 


 



მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up