KTW Developement: „ფიროსმანის ქუჩაზე ახალი კომპლექსის მშენებლობა პანდემიის გამო გადაიდო, დღემდე მერიის ნებართვას ველოდებით“

KTW Developement: „ფიროსმანის ქუჩაზე ახალი კომპლექსის მშენებლობა პანდემიის გამო გადაიდო, დღემდე მერიის ნებართვას ველოდებით“

access_time2021-01-22 11:00:49

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“(KTW ჯგუფი)  შვილობილი კომპანია KTW Development-ი ფიროსმანის ქუჩაზე ახალ, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. 15 მილიონი ლარის ინვესტიციით პროექტის განხორციელება 2020 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო და 15 თვეში დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

 

KTW-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ როგორც კი თბილისის მერიისგან გაიცემა სამშენებლო ნებართვა, კომპანია მზად არის მრავალფუნქციური კომპლექსი „ნიკალას“ მშენებლობის დასაწყებად. ბიზნესმენის თქმით, კომპანიას სამშენებლო ნებართვის მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს და ყოველ დღე პასუხის მოლოდინშია.


„ჩვენის მხრივ ყველაფერი გაკეთებულია, გუშინ გვქონდა შეხვედრა თბილისის მერის მოადგილესთან და ნებართვის გაცემას ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ  ჩვენი მშენებლობის დაწყების დრო შეიწირა და აქამდე გადადო. ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ როგორც კი თბილისის მერიისგან გაიცემა ნებართვა ლოკაციაზე არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების შესახებ, სულ რაღაც ერთ თვეში დავიწყებთ მშენებლობას. მერიისგან გვაქვს პირობა, რომ აღნიშნულ პროექტს ძალიან მალე გაიტანენ საბჭოზე, პასუხს ყოველ დღე ველოდებით.



ეს იქნება თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსი, რომელშიც გათვლილია ორდონიანი საპარკინგე ადგილი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული საცხოვრებელი სივრცე. ეს ტერიტორია საინტერესოა და განვითარების პერსპექტივა აქვს, როგორც ტურისტული ასევე, ბიზნესის კუთხითაც. ადგილზე ვგეგმავთ კაფე/რესტორნებისა და საერთო გამოყენების სივრცეების შექმნას, რომელიც პროექტს ყველასათვის მიმზიდველს გახდის. თუ იქნება დაინტერესება ამ კონკრეტულ პროექტზე, სამომავლოდ ფიროსმანის უბნის განვითარებაზეც ვიზრუნებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

 

კომპლექსი შედგება 4 ძირითადი ბლოკისგან, რომლის საცხოვრებელი სივრცის ბუნებრივი ვენტილირება იქნება შესაძლებელი და ზედა სართულებზე იქნება გამწვანებული სივრცე. პროექტი მოწონებულია თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ. პროექტის მიხედვით, კომპლექსის პირველი სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა, დანარჩენი კი აპარტ-სახლები იქნება.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
KTW



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up