კრწანისში დამსაქმებლებმა სხვადასხვა სფეროდან აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს

კრწანისში დამსაქმებლებმა სხვადასხვა სფეროდან აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს

access_time2018-10-11 10:54:18


ჩუღურეთის, გლდანის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, ნაძალადევის და სამგორის შემდეგ დასაქმების ფორუმს კრწანისის რაიონმა უმასპინძლა. დღეს, საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”- ში კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”-ს ჩართულობით თბილისის მასშტაბით მერვე დასაქმების ფორუმი გაიმართა.


სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ამჯერად დამსაქმებლებმა სხვადასხვა სფეროდან შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს, ფორუმზე 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით წარსდგა. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო და სხვა სფეროდან.


დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა. კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ერთობლივად ორგანიზებული ფორუმის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.


ფორუმის მასპინძელმა „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA“-ის დირექტორმა ია ერაძემ დამსაქმებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობის საჭირებას შეეხო. მისი თქმით: „საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია, სამუშაოს მაძიებლების უკეთესი დასაქმებისათვის კომპანიებს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს“.



დასაქმების ფორუმის შესახებ მოქალაქეები წინსწრებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით იგენებენ. თავად ფორუმი, კი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ სხვადასხვა შეთავაზებას და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ ერთ სივრცეში პოტენციურ დამსაქმებელთან.


მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.


(CN)


თეგები:
დასაქმება



რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up