კრწანისის ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

კრწანისის ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

access_time2019-12-13 12:15:59

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო მუშაობს კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.


„ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი გაიხსნა, რომელშიც სააგენტოს თანამშრომლები განთავსდება და მათი ფუნქცია მოვალეობები იქნება კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველად დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა.




ველური ბუნების სააგენტოს კრწანისის ტყეპარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტოს მიმდინარე გეგმაა ტყეპარკის შეღობვის სამუშაოების განხორციელება , ტყის კორომების დეტალური ინვენტარიზაცია, სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებები და მცენარეთა ჩანაცვლება. არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად მოხდება „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების ხე-მცენარეთა დიდი ოდენობებით ჩარგვა.



კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის 210 ჰა წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები:
კოტეჯი



დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up