კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნება

კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნება

access_time2021-05-08 10:20:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილემ, საერთაშორისო განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ ილესიმ კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილმა და ერიკ ილესიმ სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების და კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრის შექმნის საკითხები განიხილეს.
„შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, განიხილება ახალი პროექტის დაწყება, რომელიც რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გულისხმობს და ფარავს როგორც კრწანისის ტყე-პარკის ინფრასტრუქტურის აღდგენა-გაუმჯობესების, ველური ბუნების სახეობების შესწავლის, მათ შორის, გენეტიკური კუთხით, და დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მხარდაჭერის მიმართულებებს, ასევე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერებაში მხარდაჭერას. კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია არის უნიკალური ეკოსისტემა, მწვანე სივრცე ორ ქალაქს შორის, რომელსაც გადარჩენა, შენარჩუნება, აღდგენა და გალამაზება სჭირდება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ; უკვე დაწყებულია წითელის ნუსხის სახეობების აღდგენა-შემოტანა და იმ კოლექციის შექმნა, რომელიც საქართველოს ბიომრავალფეროვნებას და უნიკალურ ბუნებას გამოხატავს. კრწანისის ტყე-პარკი იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცეც გარემოსდაცვითი კუთხით, სადაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს უნიკალური ბუნების და ბიომრავალფეროვნების შესახებ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ილესის განცხადებით, ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტყე-პარკის ტერიტორიის დიდი პოტენციალის ათვისებას იმისათვის, რომ ბიომრავალფეროვნების შესწავლა საფუძვლიანად მოხდეს და რაც მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობების და, ზოგადად, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო კრწანისის ტყეპარკის აღდგენასა და განახლებაზე აქტიურად მუშაობს. მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ტყე-პარკი თავის ძირითად ფუნქციას დაიბრუნებს და გახდება მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე ორ ქალაქს - თბილისსა და რუსთავს შორის. ტყე-პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით იქნება შესაძლებელი.
ამ ეტაპზე, ტყეპარკის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, მიმდინარეობს მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც მტკვრის წყალს ტერიტორიაზე მდებარე 8 ტბას და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის. სამუშაოები დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2" მიერ.
აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო 100 კვტ. მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით, შემოიღობა ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა ფართობი. სამომავლოდ, დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა - დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.
კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა-განახლების გეგმის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ასევე სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up