კრწანისის რეზიდენციის ინვესტორებს შორის დავამ შესაძლოა, პროექტი ჩაშალოს – ამერიკელი ბიზნესმენი დახმარებას იუსტიციის მინისტრს სთხოვს

კრწანისის რეზიდენციის ინვესტორებს შორის დავამ შესაძლოა, პროექტი ჩაშალოს – ამერიკელი ბიზნესმენი დახმარებას იუსტიციის მინისტრს სთხოვს

person access_time2016-10-10 13:14:18

„კომერსანტისთვის" ცნობილი გახდა „ქეისი", რომელიც ქვეყანაში უცხოელი ინვესტრებისთვის ბიზნესის კეთების დროს ხელის შეშლის და სასამართლო პროცესის არაფექტურობის მაგალითია. საქმე ეხება შპს „ბაზელს", რომელიც კრწანისის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენციის უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურას ფლობს. ჯოელ გოლოვენსკი, ამერიკისა და ისრაელის მოქალაქე, დაახლოებით 12 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში უძრავი ქონების დეველოპერსა და ინვესტორთან ერთად საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამერიკის მოქალაქე, ბარი სეპტიმუსი ასევე ცნობილი ინვესტორია.


გოლოვენსკიმ და სეპტიმუსმა მთავრობასთან მოლაპარაკება გამართეს და ქონებით დაინტერესებულ სხვა კანდიდატებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი წინადადება შესთავაზეს. ბარი სეპტიმუსს სურდა, მიწის ნაკვეთზე პატარა ქალაქის, დასვენების ადგილებისა და პარკების გაშენება, შენობების აშენება, რაც ხელმისაწვდომი იქნებოდა სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანისათვის. მათ ჩამოიყვანეს საერთაშორისო არქიტექტორები, რათა გაეშენებინათ დასახლება თბილისის მოსახლეობისთვის. ბარი და ჯოელი დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ საქმეს და დაგეგმვაში ადგილობრივი პროფესიონალებიც ჩართეს.


ზემოთ ხსენებული მიზნებისთვის ბარი სეპტომუსმა შვეიცარიის მოქალაქე რონ ვოლდმენი ჩამოიყვანა, რომელსაც პროექტში პარტნიორობა სურდა. ვოლდმენის თქმით, ის იყო საინვესტიციო ბანკირი, რომელსაც სამუშაო გამოცდილება ჰქონდა ევროპასა და ვოლ სთრითზე.


საქმიანობის დაწყებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ სეპტომუსმა და გოლოვენსკიმ აღმოაჩინეს, რომ ვოლდმენმა მთელი ქონება უკანონო და თაღლითური გზით გადასცა ვოლდმენის საკუთრებაში არსებულ ოფშორულ კომპანიას, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე იყო დარეგისტრირებული. მან აღნიშნული კომპანიის იურისტისთვის მოტყუებითა და პარტნიორთა სატელეფონო კრების (რომელიც საერთოდ არ გამართულა) ოქმის გაყალბებით მოახერხა. სასამართლოსა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შიშით, ვოლდმენი იძულებული გახდა ქონებაზე საკუთრების უფლება დაებრუნებინა საქართველოში დაფუძნებული შპს „ბაზელისათვის". თუმცა, როდესაც ბარიმ აღნიშნულზე ინფორმაცია მიაწოდა მის პარტნიორ ინვესტორებს, რომლებიც მზად იყვნენ საჭირო ოდენობით ინვესტიცია განეხორციელებინათ, მათ ამაზე უარი განაცხადეს.


„კომერსანტის" წყაროს ინფორმაციით, გოლოვენსკიმ მოითხოვა კომპანიის შემოსავლის სრული გამჟღავნება და კომპანიის აქტივებზე სრული ინფორმაცია, თუმცა ვოლდმენმა ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარი თქვა. საქართველოში მის წინააღმდეგ აღიძრა სარჩელი, რომლის შედეგადაც სასამართლომ გადაწყვეტილებით მოსთხოვა ვოლდმენს გოლოვენსკისთვის სრულად გადაეცა ეს ფინანსური ინფორმაცია. დღემდე, ვოლდმენმა, როგორც ერთპიროვნულმა დირექტორმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეშალა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის უსუსური და წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, აღსრულების ბიურომ საკითხი პოლიციას გადასცა"- აცხადებს „კომერსანტის" წყარო.


მისივე თქმით, გოლოვენსკიმ, როგორც პარტნიორმა, შპს „ბაზელიდან" გასვლა მოითხოვა. მანვე მოითხოვა ანგარიშგება და მისი წილის კომპენსაცია, რადგან შეუძლებელი იყო თუნდაც პასიურ პარტნიორად ყოფნა, ყოველგვარი შემოსავლის განაწილების, შპს „ბაზელისთვის" აღებული საწყისი საინვესტიციო კრედიტის გადახდის, ფინანსური გარიგებების გამჟღავნების შესაძლებელობის გარეშე.


წყაროს ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე რონალდ ვოლდმენმა უარი განაცხადა გოლოვენსკისთვის კომპანიაში ქონებრივი წილის კომპენსირებაზე.


კომერსანტი დაუკავშირდა ჯოელ გოლოვენსკის ადვოკატს კობა ბობოხიძეს, რომელიც ამბობს, რომ შპს „ბაზელის" დირექტორი, ვოლდმენი შეეცადა ყველანაირი მეთოდით შეწინააღმდეგებოდა მინორიტარი პარტნიორის ჯოელ გოლოვენსკის მიერ საკუთარი აქციონერული უფლებების გამოყენებას. ვოლდმენის პოზიციაა ის, რომ პარტნიორებს შორის დავა საქართველოში არ უნდა იქნას განხილული და მხოლოდ უცხოეთის არბიტრაჟში ექვემდებარება განხილვას. ვოლდმენს მიაჩნია, რომ მან გადაარჩინა ჩადებული ინვესტიცია და საკმაოდ ოსტატურად მიჰყიდა პირველი კლასის უძრავი ქონება ევროპელ კლიენტებს, თუმცა ამის მიუხედავად, უარს აცხადებს ყოველგვარი ფინანსურ და საბანკო ჩანაწერების დამადასტურებელი დოკუმენტების გადმოცემაზე პარტნიორის მიმართ, რომელსაც წესდებითა და მეწარმეთა კანონით გააჩნია გარანტირებული უფლება მიიღოს კომპანიის ყველა სახის დოკუმენტაცია დირექტორისაგან.


„ვოლდმანმა ფიზიკურად შეუშალა ხელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული საბუთების გოლოვენსკისათვის გადაცემას. ეს მტკიცებულებები დაცულია კრწანისის საპრეზიდენტო კომპლექსში, თუმცა აღსრულების ბიუროს აღმასრულებელმა უბრალოდ, თავი აარიდა აღსრულებას. ამასთან, ის არ გამოცხადდა "ბაზელის" ოფისში, როდესაც გამოჩნდა, რომ ვოლდმენი ნებაყოფლობით საბუთებს არ გვაძლევდა და დაარღვია კანონის ვალდებულება, დაეწყო იძულებითი აღსრულება ფიზიკურად ბაზელის ოფისიდან საბუთების მოპოვებაზე. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. ახლა უკვე აღსრულებისათვის ხელისშეშლის კვალიფიკაციით საქმე გადაგზავნილია შსს-ში და თითქოს არსებობს მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო შესაბამის შეფასებას მისცემს ამ გარემოებებს და საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება. თუმცა, დღემდე პოლიცია, როგორც ადრე აღსრულების ბიურო, კვლავ არაფერს აკეთებს გამოძიების ჩასატარებლად", -აცხადებს ადვოკატი.



სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულების ასეთი აშკარა მარცხის გამო, ბ-ნმა გოლოვენსკიმ დაწერა წერილი უშუალოდ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახელზე, სადაც დეტალურად აღწერა ეს ისტორია. ასევე, მან მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე სამართლებრივი რეაგირება.


როგორც გოლოვენსკის ადვოკატი კობა ბობოხიძე აცხადებს, საქართველოს სასამართლოებში ასევე მიმდინარეობს გოლოვენსკის მიერ აღძრული სხვა სარჩელების განხილვა, რასაც ვოლდმენი ყველა შესაძლო გზით უქმნის წინააღმდეგობას. ადვოკატი ამბობს, რომ გოლოვენსკიმ საქართველოს სასამართლოებში დაიწყო სამართლაწარმოება და ამჟამად სასამართლო განიხილავს გოლოვენსკის კომპანიის პარტნიორობიდან გასვლისა და მისთვის წილის შესაბამისი ოდენობის კომპენსაციის გადახდის საკითხს.



ადვოკატის განმარტებით, ვოლდმენმა მიწის ნაკვეთები მიჰყიდა სხვადასხვა უცხო ქვეყნის საელჩოებს და სხვა ორგანიზაციებს ისე რომ პარტნიორთა კრება არ ჩატარებულა. შედეგად, გამოიყო კრწანისის რეზიდენციის ქონების ცენტრალური ნაწილები, სადაც აშენდა და ამჟამადაც შენდება შენობა-ნაგებობები .


გოლოვენსკისათვის უცნობია, უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული დიდი რაოდენობის თანხა, სად იქნა მიმართული და რომელ საბანკო ანგარიშებზე ჩაირიცხა, ყველა ამ ქმედებას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის და უნდა განიხილონ საქართველოს როგორც სამართალდამცავმა, ისე საგადასახადო ორგანოებმა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა, ამიტომ გოლოვენსკიმ ოფიციალური მოთხოვნა წარუდგინა პროკურატურას სისხლის სამართლის კვლევის დაწყების მოთხოვნით.


„კომერსანტი" რონ ვოლდმენის და შპს „ბაზელის" ადვოკატ პაატა სალიასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, გოლოვენსკი, შპს „ბაზელში" 11 პროცენტის წილის მფლობელია და ის ცდილობს, ფული გამოსძალოს კომპანიას. მისი თქმით, გოლოვენსკი და ბარი მისივე მარწმუნებლის ინფორმაციით არიან რამდენეჯერმე გაკოტრებულები, მათ არ აქვთ საზღვარგარეთ კარგი რეპუტაცია და არც იყვნენ მოტივირებულები,რომ საქართველოში რაიმე რეალური საქმიანობა განეხორციელებინათ.


სალიას თქმით, იმის მაგივრად, რომ ინვესტიციები თანაბრად მოეზიდათ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დატოვეს სახელმწიფოს წინაშე მარტო, რომელსაც დამატებითი სახსრების მოძიება ძალიან მოკლე დროში მოუწია .


მისი თქმით, კომპანიის შექმნის შემდგომ აშშ-ში გაფორმდა პარტნიორთა ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს პარტნიორებს შორის ყველა ურთიერთობას. სალიას თქმით, მოწინააღმდეგე მხარე ამბობს, რომ თითქოს ხელშეკრულების პირობები არ სრულდება და ისინი არ ცნობენ ამ ხელშეკრულებას, რაც აბსურდია. „ასეთი რამე დაუშვებელია. როდესაც ხელშეკრულება არ სრულდება, მხარეს შეუძლია მეორე მხარისგან ხელშეკრულების პირობების შესრულება ან დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ხელშეკრულებაში წერია საინტერესო რამ, რომ ნებისმიერი დავა გადაწყვეტილი უნდა იყოს აშშ-ში არბიტრაჟის მიერ. ამერიკაში დავის დაწყება საკმაოდ ძვირია, საქართველოში კი ფიზიკურ პირზე მაქსიმუმ 3000 ლარია საჭირო, ამის გამო გოლოვენსკიმ გადაწყვიტა 150 ლარიანი ბაჟის გადახდით დაეყადაღებინა კომპანიის მთელი ქონება და დავა აქ წამოეწყო. შპს-ში წილი ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია გაყიდოს წილი, თუმცა, ის ამას არ აკეთებს, არ იცავს ხელშეკრულების პირობებს, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი. "-აცხადებს სალია.


შპს „ბაზელის" ადვოკატის ინფორმაციით, გოლოვენსკიმ საქართველოში მეორე დავაც წამოიწყო. საუბარია, იმ სესხის ბათილად ცნობაზე, რომელიც ვოლდმანმა შპს-ში მოიტანა. სალიას თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დავა საქართველოში განსაჯადი არ არის და განხილული უნდა იყოს ამერიკაში.


როგორც სალია ამბობს, კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე დააყენა საკითხი, რომ პარტნიორობასთან დაკავშირებით დავაც აამერიკაში, არბიტრაჟის განსახილველი თემაა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული დავა საქართველოში უნდა განიხილონ, რაც სალიას თქმით, უცნაურია.


„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უჩნდება ეჭვი, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ზეგავლენის შედეგად მიიღო", - აცხადებს სალია.


მისივე განცხადებით, მოტივაცია იმისი, თუ რატომ არ აძლევს შპს „ბაზელი" დოკუმენტაციას მეორე მხარეს, არის ის, რომ მათთვის ამ დოკუმენტაციის მიღების მიზანი კომპანიის საწინააღმდეგოდ გამოყენებაა.


„კომერსანტი" დაინტერესდა, იცნობენ თუ არა აღნიშნულ საქმეს ბიზნესომბუდსმენის აპარატში და რა რეაგირების მოხდენა შეუძლიათ. როგორც აღმოჩნდა, აპარატში მსგავსი საქმე წარმოებაში არ აქვთ.


„ეს კერძო დავაა. ამიტომ, ჩვენ კერძო ურთიერთობებში არ ვერევით"-აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.


როდის დასრულდება აღნიშნული საქმის განხილვა და რა შედეგით, უცნობია. „კომერსანტი" შეეცდება თვალი მიადევნოს პროცესს და იმედს იტოვებს, რომ სასამართლო პროცესი იქნება ეფექტური, ობიექტური და სწრაფი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სასამართლოს, ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს განკარგულება, არ აღსრულდება, მართლმსაჯულება უარყოფილი იქნება, ასევე მთელი სისტემის სანდოობა შეირყევა და სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგება.





 




Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს
access_time2020-04-06 12:30:19
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება  3,4-იან ნიშნულს გასცდა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში...

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“
access_time2020-04-06 13:00:23
მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს. „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია...

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...


მსგავსი სიახლეები

up