კრწანისის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა

კრწანისის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა

access_time2019-12-24 17:07:07

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.



დედაქალაქის მერმა კრწანისის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.



„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ჯაფარიძეს იმ საქმისთვის, რასაც კრწანისის რაიონისთვის აკეთებს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი გუნდის სიძლიერე მხოლოდ კახა კალაძე ან მერიის და გამგეობის თანამშრომლები არ არის. ჩვენი სიძლიერე ის ერთობაა, რასაც ყოველდღიურად, მოქალაქეებისგან ვხედავთ. ეს ყველაფერი კი დამატებით გვაძლევს ძალას, რომ ქალაქს ღირსეულად ვემსახუროთ. ყველამ ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გროვდებოდა. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ ის ადამიანები ვართ, ვინც ეს ყველაფერი უნდა მოაგვაროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს - 1.3 მილიარდ ლარს აღწევს, რომლითაც მუნიციპალიტეტი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეძლებს. მისი თქმით, მომავალ წელს კრწანისის რაიონში ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქცია იგეგმება.




„წლევანდელი წელი ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებით საკმაოდ საინტერესო იყო. შემიძლია დაგპირდეთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება და კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობთ. რიგითი მოქალაქეები მხარს გვიჭერენ და ჩვენს ქალაქს გულშემატკივრობენ. თქვენი მხარდაჭერა დამატებით ენერგიას გვაძლევს და მზად ვართ, ქალაქს მომავალ წელსაც 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.




კრწანისის გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე რაიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ლევან ჯაფარიძის განცხადებით, გზის საფარი 261 მისამართზე მოწესრიგდა; 25 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განხორციელდა; ფონიჭალაში ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობით, 400-მდე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაეჭრა.




ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რაიონში 30 ახალი სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა მოეწყო; აშენდა გრუნტის დამჭერი 29 კედელი; სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 200 მისამართზე ჩატარდა; მოეწყო და რეაბილიტირდა 35 სკვერი; გამწვანების სამუშაოები 965 მისამართზე განხორციელდა.



„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გამგეობის მიერ სხვადასხვა სახის 181 პროექტი დაფინანსდა; კაპიტალურად გამაგრდა კოტე აფხაზის, საიათნოვასა და გორგასალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლები; ჩატარდა კულტურული და სპორტული 25 ღონისძიება; 62 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა.




„მინდა თითოეულ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ და ჩვენს რაიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.



კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 26 935 364 ლარი დაიხარჯა.



ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.





თეგები:
ანგარიში



NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს
access_time2021-04-17 12:04:09
16 აპრილს NATO— ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება. NAთO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შუზღუდოს.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების...

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...


მსგავსი სიახლეები

up