„კრწანისი რეზორტ რეზიდენსში“ ყვითელი ქვიშის სანაპირო ეწყობა

„კრწანისი რეზორტ რეზიდენსში“ ყვითელი ქვიშის სანაპირო ეწყობა

access_time2021-10-16 16:30:09

თბილისში, „კრწანისი რეზორტ რეზიდენსში“ სანაპიროს მოწყობა უკვე დაწყებულია. ამას გარდა, დასრულებულია ზეთისხილის ბაღის განაშენიანება, უახლოეს მომავალში კი იქ ტყე-პარკის მსგავსი სივრცის შექმნა იგეგმება. როგორც „კრწანისი რეზორტ რეზიდენსის“ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ჯუბა ყურაშვილი აღნიშნავს, დენდროლოგებმა იქ დასარგავად ისეთი მცენარეები შეარჩიეს, რომლებიც აღნიშნულ გარემოში უკვე არსებული წიწვოვანი ნაძვების გვერდით გაზრდას შეძლებენ. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ასეთი ელდარის ფიჭვი იქნება.

„აუზის მშენებლობა უკვე დაიწყო, რომელსაც ყვითელი ქვიშის სანაპირო ექნება. ყველაფერი მომზადებულია და მომავალი წლის ზაფხულში სტუმრების მიღებას შევძლებთ“, – განაცხადა ყურაშვილმა.

„კრწანისი რეზორტ რეზიდენსის“ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ისიც განმარტა, რომ ყვითელი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღებით ტკბობის საშუალება არა მხოლოდ კომპლექსის მცხოვრებლებს, არამედ იმ პირებსაც მიეცემათ, რომლებიც იქ უძრავ ქონებას არ ფლობენ.

ცნობისთვის, „კრწანისი რეზორტ რეზიდენსში“ შემავალი მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ბლოკები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ბლოკების მშენებლობა. როგორც ცნობილია, მათი დასრულება 2023 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. ყურაშვილის თქმით, წინსწრებით დაიწყება მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 ბლოკების აგება.


„სამუშაოები მოთხოვნების ზრდის გამო დაჩქარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე საერთაშორისო მასშტაბებზე გავედით გაყიდვების კუთხით“, – განმარტავს ყურაშვილი.

„კრწანისი რეზორტ რეზიდენსი“ მრავალფუნქციური უბანია, რომელიც 20 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება. საცხოვრებელი კომპლექსის, საცურაო აუზების, ზეთისხილის  ბაღისა და წიწვოვანი ტყე-პარკის გარდა, გოლფის, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნების, ჩოგბურთის კორტების, ფიტნესდარბაზებისა და საჯინიბოს მოწყობა იგეგმება. გარდა ამისა, აშენდება საბავშვო ბაღი და სკოლა. აღსანიშნავია, რომ „კრწანისი რეზორტ რეზიდენსის“ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ელექტრომანქანებითა და ველოსიპედებით, ასევე, საფეხმავლო ბილიკის დახმარებით იქნება შესაძლებელი.


წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up