კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

access_time2020-04-06 18:00:27

გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო.


მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ რეჟიმში მისაღებ გადაწყვეტილებებზე იყო საუბარი, 10 დღეა გასული და რეაგირება არ მიუღია…


ბუნებრივია, იყო მოლოდინი, რომ ამ განცხადებას ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვებოდა და საზოგადოება ახსნა-განმარტებას მოისმენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამიტომ “ბანკები და ფინანსები” უკვე დაიტერესდა, თუ კონკრეტულად რა საკითხების გადაჭრაში ითხოვდა სასწრაფო თანადგომას „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ეროვნული ბანკისგან იმ ვითარებაში, როცა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირება. შესაბამისად, შემოგთავაზებთ თემის გაგრძელებასაც.


მანამდე კი, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის დაგვიანებული რეაქციები უკვე მავნე ჩვევადაა ქცეული. სამწუხარო და დამაზიანებელი კი ის არის, რომ ეს მოუქნელობა აზარალებს მთელ ქვეყანას და გადაცემის ეფექტის პრინციპით ეხება თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს.



ჯერ კიდევ სხვა საკითხია და დღეს ძნელი სათქმელია, რა უფრო დააზარალებს ქვეყანას, საკუთრივ კორონავირუსი, თუ პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. ფაქტია, რომ საქართველოში ვირუსს პროფესიონალი ეპიდემიოლოგები და კლინიცისტები დაუხვდნენ და დღემდე შესაძლებლობების მაქსიმუმით ებრძვიან. ამაზე საზოგადოება თანხმდება. თუმცა, ცუდი ის არის, რომ ანალოგიური ვითარება ვერ გვაქვს კრიზისულ ვითარებაში საბანკო-საფინანსო სფეროს რეგულირების თვალსაზრისით.


უფრო სამწუხარო ის არის, რომ არსებული რეალობა ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ ახლო წარსულში გატარებული არასწორი, არაადეკვატური და მცდარი პოლიტიკის მიმდინარე ლოგიკური გაგრძელების შედეგია.


თავად განსაჯეთ – ფაქტია, გასულ 2019 წელს გამკაცრებულმა ღონისძიებებმა დიდწილად განაპირობა ლარის გაუფასურება და ინფლაცია და ცენტრალური ბანკი შემდგომში იძულებეული გახდა მანამდე მის მიერვე მხარდაჭერილი და გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო – მიღებული ზომის სახით ეროვნულ ბანკს საპროცენტო განაკვეთის 2.5 პროცენტული პუნქტით აწევაც მოუწია.


ანუ, რომ არა ის ღონისძიებები და არასწორი პოლიტიკა, რაც შარშან აქტიურად ტარდებოდა, ახლა გვექნებოდა მონეტარული პოლიტიკის საგრძნობლად დაბალი განაკვეთი, ნაკლები ინფლაცია და შესაბამისად, მეტი საშუალება საიმისოდ, რომ გაცილებით ეფექტიანად გვემართა შოკები. მათ შორის, გაცვლითი კურსიდან მომდინარე შოკები.


ექსპერტულ წრეებში ხშირად აღინიშნება, რომ შოკურ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციონირება არ არის დამაჯერებელი და მისი ვერბალური ინტერვენციები, სამწუხაროდ, ვერ ახდენს საჭირო ეფექტს. უფრო პირიქით, – ამძაფრებს განმცდას, რომ ვითარების კონტროლი არ/ვერ ხერხდება და პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული…


წყარო: გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up