„კრიზისის მართვა თუ აკრძალვებია, სახელმწიფომ აკრძალულ ადგილებში დასაქმებული ხალხის უზრუნველყოფა უნდა მოახერხოს“

„კრიზისის მართვა თუ აკრძალვებია, სახელმწიფომ აკრძალულ ადგილებში დასაქმებული ხალხის უზრუნველყოფა უნდა მოახერხოს“

access_time2020-04-16 17:00:54

ერთი თვე გავიდა მას შედეგ რაც, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოში არსებული კლუბები დაიხურა.საკლუბო სექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო შეკრებების დრო არაა და საკლუბო ღამეები გარკვეული დროით გააუქმოს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მასშტაბის დარტყმა მიაყენა კორონავირუსმა სექტორს და შეინარჩუნა თუ არა ბიზნესმა დასაქმებული ადამიანები. საკითხზე კლუბის „მტკვარზე“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ქეთა გაბუნია საუბრობს.

 

„მდგომარეობა რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა, როგორც ყველა სხვა სახელოვნებო სფეროსთვის, რომელიც ღონისძიებაზე და გამომუშავებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩვენი მომავალი ბუნდოვანია, ჰაერში ვართ გამოკიდებულები. რთულ სიტუაციაში ვართ აბსოლუტურად ყველა, ტექნიკური თანამშრომლებით დაწყებული მუსიკოსებით დამთავრებული“, - ამბობს ქეთა გაბუნია.

 

როგორც ქეთა გაბუნია აცხადებს, ზარალი რომელიც ბიზნესს მიადგება ძალინ დიდი იქნება. მისი თქმით, კლუბი „მტკვარზე“ თვეში დაახლოებით 150 000 ლარი კარგავს. გაბუნიას განმარტებით ეს არის ის თანხა, რომლითაც კლუბში დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვე გავიდა მას შედეგ რაც, ქვეყანაში საკლუბო ღამეები გაუქმდა, ქეთა გაბუნიას განცხადებით სექტორს არავინ შეხმიანებია. კლუბის დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო სახელოვნებო სივრცეებს ყურადღებას მიაქცევს და ამ მიმართულებით დაიწყებენ მუშაობას, რადგან მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი.

 

„კლუბებმა, ფესტივალებმა და სხვადასხვა ღონიძიებების პრომოუტერებმა, ჩვენ სამუშაო ჯგუფი შევქმენით, სადაც ერთმანეთს აზრებს ვუცვლით ხოლმე, პრინციპში არც ერთ ჩვენგანს არავინ დაკავშირებია, ერთ-ერთ კლუბს შეეხმიანა სერგი გვარჯალაძე გასულ კვირას და ჰკითხა რით შეეძლო დახმარება.  ამის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. სახელმწიფოს რა შეუძლია გააკეთოს ჩვენს დასახმარებლად, კონკრეტული არავის არაფერი უთქვამს. ერთი რაც არის, საშემოსავლო და მოგების გადასახადი არის შეჩერებული, მაგრამ რა მოგების გადასახადზეა ლაპარაკი, გაჩერებულია ყველაფერი. რატომ არ გამოდიან ხაზზე ვერ ვხვდები, როგორც ამბობენ მართავენ ამ კრიზისს, მაგრამ კრიზისის მართვა თუ არის აკრძალვები, აკრძალულ ადგილებში დასაქმებული ხალხის უზრუნველყოფა რაღაცნაირად უნდა მოახერხონ, თუმცა ამას არ აკეთებენ. ჩვენ გვინდა, შევეხმიანოთ ჩამოყალიბებული წინადადებებით და საკითხებით ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ, ვცდილობთ რომ ერთიან კონსესუსამდე მივიდეთ“, - განმარტავს ქეთა გაბუნია.


 

 სანამ სახელმწიფო ჩაერთვება პროცესში, პრობლემების მოგვარებას კლუბ „მტკვარზე“-ს მენეჯმენტი სესხის დახმარებით ცდილობს. ქეთა გაბუნია ამბობს, რომ საბანკო სექტორი ბიზნესს სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობს.

 

„თანამშრომლებს მარტის თვის ხელფასი გადავუხადეთ. იქედან გამომდინარე, რომ ბიზნესს სესხის გადახდის პროცესში ვიყავით არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ თანხა ანგარიშზე შეგვენახა. ზუსტად ამ მიზნით მივმართეთ ბანკს, რომ თანამშრომელთა ხელფასები გადავიხადოთ, თუნდაც შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ სესხების გაცემის პროცესი გაჩერებულია, ცდილობენ დაგვეხმარონ, კარგად ხვდებიან რა მდგომარეობაში ვართ. ამიტომ ველოდებით რომ ბანკი დაგვიდგება მხარში და ამით მოვახერხებთ იმას, რომ ეს ადამიანები სრულიად შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ“, - განაცხადა ქეთა გაბუნიამ.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up