“კრიზისი გაზაფხულიდან დაიწყო,მის დაძლევას ჯერ ვერ ვახერხებთ“ – “ჩირიფრუტი“

“კრიზისი გაზაფხულიდან დაიწყო,მის დაძლევას ჯერ ვერ ვახერხებთ“ – “ჩირიფრუტი“

access_time2020-12-10 16:21:09

ჩირისა და შოკოლადის მწარმოებლებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეკვეთები გაუნახევრდათ. „ჩირიფრუტში“ ამის გამომწვევ ძირითად მიზეზად ტურისტული ნაკადების შემცირებას და ფინანსურ კრიზისს ასახელებენ.

„გასული წლის დეკემბერში დიდი იყო მოთხოვნა კორპორატიულ შეკვეთებზე. კომპანიები თავისი თანამშრომლებისთვის სასაჩუქრე ნაკრებებს ყიდულობდნენ. ეს მაჩვენებელი წელს ძალიან არის შემცირებული. გარდა ამისა, გაზაფხულზე დაიკეტა Duty Free, ასევე დახურულია ლოკაციები, სადაც ჩვენ პროდუქციას ვყიდიდით. მართალია გავაძლიერეთ აქტივობა სოციალურ ქსელში, თუმცა, ელქტრონული კომერციით წინა წლის მაჩვენებლებს ვერ ვუტოლდებით.“ - აცხადებს „ცირიფრუტის“ დამფუძნებელი სოფიო ჯიქია.

შემცირებული გაყიდვების და პანდემიის ფონზე კომპანიისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა გაზის ტარიფის დაგეგმილი ცვლილებაა. “თბილისი ენერჯის“ გავრცელებული ინფორმაციით, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 24 თეთრით, 1.10 ლარამდე იზრდება. „ჩირიფრუტში“ ვარაუდობენ, რომ ამ მიზეზით მომავალი წლიდან პროდუქციაზე ფასები გაიზრდება.

„ხარჯები ამ ვითარებაში ისედაც მაღალია. შესაბამისად, გაზის ტარიფის ზრდა საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობთ, ეს ცვლილება პროდუქციის ღირებულებაზე აუცილებლად აისახება. რამდენად შეძლებს მომხმარებელი ახალი გაზრდილი ფასის გადახდას ეს უკვე საკითხავია.“ - აცხადებს „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი.


ადგილობრივ ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის ფონზე მზარდია დაინტერესება საექსპორტო ქვეყნებიდან. „ჩირიფრუტში“ განმარტავენ, რომ განსაკუთრებული დაინტერესება ქართულ ტკბილეულზე ევროპული ბაზრიდან არსებობს.

„ყოველდღიურად გვირეკავენ, აინტერესებთ რამდენად გვაქვს რესურსი დიდი ოდენობით პროდუქტი მივაწოდოთ. მუდმივ მოლაპარაკებებში ვართ. თუ ყველაფერი გამოვიდა, უახლოეს მომავალში ჩვენი პროდუქცია ბრიტანეთში გაიყიდება. სატესტო პარტიას ახლა ვაგზავნით. ასევე დაინტერესებულია ჩინეთის მხარე და მეზობელი ქვეყნები.“- განმარტავს სოფიო ჯიქია.

“ჩირიფრუტი“ ამ ეტაპზე დაახლოებით 60 სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 20-ამდე ადამიანს ასაქმებს.

business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up