''კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის'' - ლილოს ბაზრობის დირექტორი

''კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის'' - ლილოს ბაზრობის დირექტორი

access_time2020-10-23 13:50:14

ყველას ახსოვს საყიდლებზე შეკრებილი ხალხით გადატვირთული რიგები ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. ბევრისთვის ეს ადგილი კრონავირუსის გავრცელების ერთერთი ყველაზე სარისკო ზონაა, მაგრამ ბაზრობის დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, ბოლო პერიოდში ვაჭრობის შემცირების გამო, ხალხი თავისუფლად გადაადგილდება. მისივე თქმით, ადგილზე მომუშავე ობიექტებისთვის კრიზისული პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.


„მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფრის კონტროლს და გამოგვდის კიდეც. ყველას პირბადე უკეთია, ტარდება თერმოსკრინინგი და ნორმალურ ვითარებაში ვმუშაობთ. ალბათ გახსოვთ ის სივიწროვე და რიგები ბაზრობის ტერიტორიაზე, თუმცა დღეს ძალიან დიდი კლებაა ვაჭრობაში და ხალხი თავისუფლად მოძრაობს. თანაც, ჩვენ ღია სივრცე გვაქვს და პირბადე საკმარისია თავდაცვისთვის.


ახლა პატრული გვეხმარება და თან ხალხი შეშინებულია. ზოგი შეურაცხყოფად იღებს როცა პირბადის გაკეთებაზე შენიშვნას ვაძლევთ, ამიტომ როცა საჭიროა სანქციებიც იწერება,“ - ამბობს გიორგი კვარაცხელია.


რაც შეეხება ბაზრობის ბიზნესს, გიორგი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ კრიზისი მეწარმეებისთვის ჯერ კიდევ წინაა, რადგანაც პროდუქციას დისტანციურად იძენენ და გარკვეული ხარვეზები იქმნება, ამიტომაც აუცილებელია ფრენების დროული აღდგენა.


„კლება არის, მაგრამ კრიზისი ალბათ მერე იწყება, აქამდე გაძლების პერიოდი იყო. სავარაუდოდ კლება არის 25-30 პროცენტი, ეს დიდი შემცირებაა. ეს არა მხოლოდ პანდემიის გამო ხდება, არამედ საზოგადოების ფინანასური მდგომარეობის გამო, ასევე ბიზნესები ვერ მუშაობენ დღეს და შემოსავალი არ აქვთ.,“ - განმარტავს სავაჭრო სივრცის დირექტორი.



ონლაინ გაყიდვების აღმასვლის პერიოდი ლილოს ერთგულ მომხმარებელს ხელს არ უშლის, თუმცა  კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ხალხმა არაერთხელ გამოსცადა იმედგაცრუება ონლაინ პლატფორმებზე და ახლა კვლავ ხარისხის საკუთარი თვალითა და ხელით შეგრძნება ურჩევნიათ.


„ონლაინ-გაყიდვებს გარკვეული პერიოდი იყენებდნენ, როცა უფრო მეტად შიშის ფაქტორი არსებობდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით დღეს ეს მაჩვენებელი შემცირებულია. რაღაცა ნაწილი დარჩა კვლავ ამ პლატფორმებზე და ეს მათი არჩევანია.


ინტრნეტით საქონლის შეძენას თავისი მინუსი აქვს -  ზომა, ფერი, ხელის შეხება, ხარისხი. იმედგაცრუებულები არიან და პრობლემებიც მეტი წარმოიშვება, შემსაბამისად როცა უსაფრთხო ვაჭრობაა ირჩევენ სავაჭრო ბაზრობას.


კრიზისში ვგულისხმობ, რომ იმპორტირებული საქონელი დისტანციურად ჩამოაქვთ და ასე მუშაობა გაუჭირდებათ, თუ ფრენები არ აღდგება. ბევრს საქონელში დეფიციტი აქვს,  ბევრ მეწარმეს გაურთულდა ვაჭრობა. ახლა იმედი აქვთ, რომ ჩავლენ და საქონელს თავად წამოიღებენ. პრობლემა ესაა, თორემ პანდემიას შევეგუეთ და ასეთი შიშის თვალებით აღარ იყურება ხალხი,“ - ამბობს გიორგი კვარაცხელია.


ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი 24 ივლისიდან დაიწყო.


მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up