კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

access_time2019-05-20 15:11:57

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს.


ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას“.


„საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება ან უნდა იყოს უფრო მაღალი. 4.6%-ია წელს პროგნოზირებული, მაგრამ 5%-ია მომავალ წელს. ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა... მთავარი გამოწვევა და ბარიერი არის ორი - ადგილობრივი ანუ რა პრობლემები, რა ბარიერები და ეკონომიკური ასპექტები არსებობს მოსაგვარებელი და მეორე - გარეშე ფაქტორები, ღია ეკონომიკისთვის, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის. ასეთი გარედან შემოსული გამოწვევები ნამდვილად გასათვალისწინებელია. ამის გარდა, გამოწვევაა ნებისმიერი სხვა დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების და ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს, რადგან საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობა როგორც - ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან; საქართველო გახსნილია მსოფლიოსთვის; მსოფლიო არის მერყევი და ცვალებადი, ამიტომ თავს იკავებს ინვესტიციებზე, იმიტომ რომ ინვესტორებმა არ იციან,  კონკრეტულ რეგიონში რა მომავალი აქვთ,  ეს არის ერთ-ერთი დაბრკოლება.


მთავრობა ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ  მნიშვნელოვნი რესურსები გამოყოს და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. მეორე ბარიერი არის ის გადაღლილობა, რაც რეგიონმა გამოიწვია. ცვლილებებმა იცის გადაღლა, ამიტომ, როცა ახალი პროგრამა იწყება, ქვეყანა განვითარების ახალ რელსებზე ადის, ეს დაღლილობა არ უნდა შეიმჩნეოდეს, ამიტომ მოვუწოდებ ქვეყანას, რომ ამ მიმართულებით მთელი სულისკვეთება ჩადოს რეფორმებში“, - განაცხადა ლაგარდმა.




საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა პროგრამაზე, რომელიც მისი თქმით, შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ქართველებისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის.


ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ვართ საქართველოს მთავრობის პარტნიორები და ვეხმარებით ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებაში, რომელიც უკეთეს მასშტაბებზე გაიყვანს ქვეყანას. ის სამუშაოები, რაც საქართველოში ტარდება, სხვებისთვის შესაშურია.


ჩვენ ერთად შევეცდებით დეფიციტის შემცირებას და თქვენს გუნდთან ერთად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბევრი რეფორმა განხორცილედა და ბევრი რამ გაუმჯობესდა საქართველოში; ბევრი მაჩვენებელი არის გაზრდილი და ბევრი რამ არის აღიარებული. ჩვენი პარტნირობა და ყოველდღიური ურთიერთობა სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, წარმატებასა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი. შეიძლება ეს ტერმინები ვიღაცებისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის სტიმული, რაც საქართველოში ინვესტორებს ჩამოიყვანს. ის არის სტაბილურობის გარანტი და ზრდის განმაპირობებელი.


სტაბილურობა, კორუფციასთან ბრძოლა, განათლების კონტექსტში მუშაობა ინკლუზიური ზრდის მიმართულებით - ასე უსასრულოდ შემიძლია გაგრძელება. ის ამოცანები, რომლებიც თქვენს პროგრამაში შედის და თქვენ გაქვთ დასახული იმისთვის, რომ სტაბილურობა იქნას მიღწეული თქვენ საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენ ვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას; მეოთხე მიმოხილვა დასრულდება მალე, მესამე გასული წლის დეკემბერში დასრულდა. თქვენ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი იმისთვის, რომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პროგრამა დაასრულოს ქვეყანამ; მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ, ძალიან დიდი წარმატება გექნებათ, მე კი, თქვენ დაგეხმარებით, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეფორმები იმის მიხედვით განხორციელდეს, როგორც შეთანხმებულია ჩვენთან“, - განაცხადა ლაგარდმა.









მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up