კრისტინ ჰოგანი - კარგად ვხედავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას, მაგრამ ასევე, ვხედავთ გამოწვევებს

კრისტინ ჰოგანი - კარგად ვხედავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას, მაგრამ ასევე, ვხედავთ გამოწვევებს

access_time2018-05-17 12:16:16


 თბილისის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი ძველი თბილისის რეაბილიტაციას, სატრანსპორტო სფეროსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეხო.

 

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, საცობების მართვის კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ტექდათვალიერების შემოღება, პარკირების სისტემის მოწესრიგება, ტაქსების სფეროს რეგულირება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარება იგეგმება.

 

გარდა ამისა, თბილისის მერმა დელეგაციის წევრებს სამშენებლო სფეროს, საჯარო მმართველობისა და ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკი ამ შემადგენლობით, საქართველოში არასდროს ჩამოსულა და თბილისში ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია პირველად იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დეტალები, რაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ძირითადად, ქალაქის განვითარებას ეხებოდა. გავაცანით პროექტები, რაც შემდეგი წლების განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. სასიხარულოა, რომ მათ ყველა მიმართულებით მხარდაჭერის სურვილი, ასევე, დაფინანსებისა და კონკრეტულ პროექტებში ჩართულობის თვალსაზრისით თანადგომა გამოთქვეს. მგონია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, რეალიზებას და იმ პოლიტიკების ხორცშესხმას შევძლებთ, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა წარმოდგენილი და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქს წაადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  


 

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა დააფიქსირეს. 

 

„ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი პატივია. შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. გავეცანით მერის ხედვას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვხედავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას, მაგრამ ასევე, ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომელიც თბილისის წინაშე არსებობს. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი მერთან და მან თავისი ხედვა გაგვაცნო“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრმა კრისტინ ჰოგანმა.

 

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა.

 

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია თბილისში 14 მაისიდან იმყოფება. ეს საქართველოში მათი პირველი ვიზიტია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში, ბანკის 100-ზე მეტ პროექტში დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

 

 





გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და "ოცნებას" არ ენოდბა

გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და
person access_time2018-08-16 19:38:45
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ მმართველ პარტიას არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორმაგი აბუჩად აგდებაა. როგორც პოლიტოლოგი Facebook-ში წერს, ის ერთი მხრივ აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ "ქართულ ოცნებას", რომელსაც უნდობლობას უცხადებს.   ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი აბუჩად აგდებაა. ერთი მხრივ ის აბუჩად იგდებს პრეზიდენტის...

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“  „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
person access_time2018-08-16 18:31:58
 „სფერო დეველოპმენტი“, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ, რომელთანაც მიმდინარე წლის მაისში ნასყიდობის  წინარე ხელშეკრულება გააფორმა, სამართლებრივ დავას...

პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს

 პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს
person access_time2018-08-16 20:00:00
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ  ცვლილებები პარლამენტის პლენარულ...

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა
person access_time2018-08-16 16:53:00
...

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
person access_time2018-08-16 16:55:31
შრომის ინსპექტორის უფლებები გაიზრდება და  უსაფრთხოების კონტროლს  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება.  ეს იმას ნიშნავს, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედებული ნორმები მხოლოდ  მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არ...


მსგავსი სიახლეები

up