„კრისტალმა“ თბილისში ორი ახალი სერვისცენტრი გახსნა

„კრისტალმა“ თბილისში ორი ახალი სერვისცენტრი გახსნა

access_time2020-12-25 09:55:07

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, კრისტალი,  ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების პარალელურად განაგრძობს საფილიალო ქსელისგანვითარებასდა მომხმარებლებისათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას.

 

დეკემბრის თვეში „კრისტალმა“ თბილისის ორ რაიონში - დიდუბესა და  ისანში ახალი სერვისცენტრები გახსნა, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:30-დან 22:30 საათამდე მოემსახურება. თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით სერვისცენტრები 19:00 სთ-მდე იმუშავებენ.

 

თანამედროვესტანდარტებისშესაბამისისერვისცენტერებიფიზიკურდაიურიდიულპირებსისეთ საფინანსო სერვისებს მიაწვდიან, როგორიცაა ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება, ვალუტის კონვერტაცია, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, კომუნალურების გადახდა. დიდუბის სერვისცენტრში სწრაფი სესხების გაცემაც იქნება შესაძლებელი.

როგორც კრისტალის უფროსი ბიზნეს ოფიცერი მელანია კუჭუხიძე აღნიშნავს:  „ჩვენ,  როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე. როგორც იცით, ფილიალებსა და სერვისცენტრებთან ერთად კრისტალის სერვისების მიღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ მომხმარებელთა საჭიროებებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და წვდომა დისტანციურ არხებზე და ფიზიკურ არხებში ვიზიტს ამჯობინებენ. ცხადია ახალი ლოკაციების შერჩევამდე ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული გარემო, გავითვალისწინეთ მომხმარებელთა მოთხოვნები და ახალი სერვისცენტრების გახსნაც სწორედ ამის საფუძველზე დავგეგმეთ. ჩვენი მიზანია მომსახურების ახალი ცენტრების მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდეს ჩვენი კომპანიის საქმიანობის არეალი, გაიზარდოს მომსახურების არხები და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა. რაც მთავარია, მათი ჰქონდეთ შესაძლებლობა ზედმეტი გადაადგილების და დროის დახარჯვის გარეშე შეძლონ კომპანიის სერვისებით სარგებლობა, რაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების პერიოდში ასე მნიშვნელოვანია“. 

სერვისცენტრების გახსნით კომპანიამ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შექმნა დაახალი თანამშრომლები დაასაქმა.


ამ ეტაპზე კრისტალი ქვეყნის მასშტაბით 48 ოფისით არის წარმოდგენილი, მათ შორის მომხმარებლები მომსახურებას თბილისის სხვადასხვა უბნებში ექვსი ლოკაციიდან იღებენ.

მომსახურების ახალი ცენტრების  გახსნას კრისტალი 2021 წელსაც გააგრძელებს.

ახალი სერვისცენტრების მისამართებია:

•             დიდუბე - გ. ცაბაძის ქ #17ა

•             ისანი - მეტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორია

•             კრისტალის ფილიალების მისამართები იხ. აქhttps://crystal.ge/ka/264/contact-info


(R)


თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up