კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი  აშშ დოლარი მოიზიდა

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

access_time2020-05-06 10:55:52

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან “BlueOrchard Finance” გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც  საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერას მოხმარდება.

 

აღნიშნული ფინანსური რესურსის გაცემა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე, როდესაც  ინვესტორების მხრიდან  რისკების მართვისადმი უაღრესად ფრთხილი მიდგომა შეიმჩნევა, ორ ფინანსურ ინსტიტუტს შორის არსებული მყარი და პროდუქტიული პარტნიორობის ნათელი დასტურია. მოცემული დაფინანსების დახმარებით, კრისტალი უზრუნველყოფს კრიზისის დროს დაუცველი მიკრო მეწარმეებისთვის აუცილებელი ფინანსური პროდუქტების მიწოდებას, მათ შორისაა საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება და მიზნობრივი ბიზნესკონსულტაციების გაწევა.

 

არასტაბილური გლობალური საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამგვარი მხარდაჭერის საჭიროებას, გავლენის მქონე ინვესტორებისა და მიკროსაფინანსო სექტორის მხრიდან. სოფლად არსებული ფართო ქსელის წყალობით, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კრიზისის პერიოდში დაუცველი სექტორების მხარდაჭერაში. BlueOrchard-ისგან მიღებული  სესხი წარმოადგენს კრისტალის, როგორც ქვეყნის წამყვანი მიკროსაფინანსო დაწესებულების აღიარებას. საინვესტიციო ფონდისგან მიღებული თანხა მიმართული იქნება მდგრადი ეკონომიკის აღდგენისკენ, რაც, თავის მხრივ,  ბიზნესის სტაბილურობისა და დასაქმების გარანტია.

 

2014 წლიდან, კრისტალსა და BlueOrchard-ს შორის არაერთი წარმატებული სასესხო გარიგება  დაიდო. COVID-19–ით გამოწვეული უაღრესად კონსერვატიული გლობალური საინვესტიციო კლიმატის ფონზე ამ ორ ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტი ნაბიჯია საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის განვითარებას  ემსახურება.

 

ნორმუნდს მიზისის, BlueOrchard– ის უფროსი საკრედიტო ოფიცრის განცხადებით: „კრისტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად,  ჩვენს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. დამატებითი დაფინანსებით, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტალის მისიას უზრუნველყოს აუცილებელი სერვისები საქართველოს მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. როგორც გავლენის მქონე ინვესტორებს, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ  ამ ადამიანებს უწყვეტი წვდომა ფინანსურ და სხვა დაკავშირებულ მომსახურებაზე სწორედ რთულ პერიოდში სჭირდებათ. ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ  კრისტალთან თანამშრომლობა და წვლილი შევიტანოთ ამ წვდომის უზრუნველყოფაში.“

 

„მისასალმებელია BlueOrchard–ის გადაწყვეტილება კრისტალთან პარტნიორობა გააღრმავოს სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც  საერთაშორისო დამფინანსებლების უმეტესობა თავს იკავებს აქტიურობისგან COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დასრულებამდე. მადლობას ვუხდით BlueOrchard–ს კრისტალის საქმიანობისადმი გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობისთვის შექმნილი უპრეცედენტო ეკონომიკური პრობლემების დაძლევას. ახალი ინვესტიცია დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ პანდემიით  დაზარალებული კლიენტების ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას,“ განაცხადა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.


 

 

კომპანიის შესახებ:

 

BlueOrchard:

BlueOrchard გლობალური გავლენის მქონე ინვესტიციების მმართველი ფონდია. ინვესტორებისთვის სასურველი უკუგების მიღების პარალელურად,  მისი საქმიანობა ორიენტირებულია ინკლუზიური და კლიმატგონივრული ზრდის სტიმულირებაზე. BlueOrchard, როგორც  მსოფლიოში მიკროსაფინანსო ინვესტიციების  პირველი კომერციული მმართველი ფონდი, 2001 წელს გაეროს ინიციატივით დაარსდა. როგორც ინოვაციული ფინანსური სერვისების ექსპერტი, BlueOrchard გლობალური განვითარების წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების სანდო პარტნიორია. ოთხ კონტინენტზე მოქმედი ოფისების ქსელით, 80-მდე განვითარებად ბაზარზე განხორციელებული ინვესტიცია დღეისთვის 6 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.blueorchard.com.

 

BlueOrchard Microfinance:

BlueOrchard Microfinance (BOMF) მსოფლიოში პირველი კერძო და სრულად კომერციული მიკროსაფინანსო ფონდია, რომელსაც სექტორში ამ მიმართულებით ოპერირების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს.  50 ქვეყანაში BOMF-ის მიერ დაფინანსებული მიკროსაფინანსო დაწესებულების მიერ, რომლებიც სთავაზობენ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს  სასესხო, საანაბრე, სადაზღვევო და სხვა პროდუქტებს, 18 მილიონამდე მიკრო მეწარმე იქნა მოცული.

 

კრისტალი:

სს მისო „კრისტალი“ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და მსხვილი (აქტივების მიხედვით) არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის სასესხო პორთფელის მოცულობა 315 მილიონ ლარს შეადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით, კრისტალი ემსახურება 100,000-ზე მეტ კლიენტს  47 ფილიალის საშუალებით. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი. მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, კრისტალი ხელს უწყობს მომხმარებლების ეკონომიკურ განვითარებას. კრისტალი რეგიონში პირველი არასაბანკო ორგანიზაციაა, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტო  „FitchRatings“-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა - „მელიორა“.

 

 

(R)

 


თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up