კრისტალმა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მიიღო

კრისტალმა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მიიღო

access_time2021-05-20 10:55:37

პირველად საქართველოში, ინვესტიციების მიმართულებით ბაზარზე მოქმედმა წამყვანმა კომპანიამ „სიმბიოტიკსმა“, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაცია გამოუყო, რომელიც მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დაფინანსების პოპულარიზაციას მოხმარდება.


ობლიგაციის შესაბამისი თანხა, რომელიც კრისტალისთვის ეროვნულ ვალუტაშია გამოყოფილი, სამი წლის მანძილზე კომპანიის მიერ სრულად იქნება ათვისებული და მოხმარდება სოციალური და მწვანე მიზნობრიობის დაფინანსების გაძლიერებას.


სოციალურ სესხებს მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესები, რაც დაეხმარება მათ განვითარებაში და ამასთან, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მწვანე მიზნობრიობით გაცემული სესხები კი ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას მოხმარდება.


სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კრისტალის სტაბილურობას და მის ძალისხმევის მდგრადი განვითარების, ეკოლოგიურად და სოციალურად სასარგებლო დაფინანსების პოპულარიზაციის მიმართულებით, რაც პირდაპირ კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG #1 - სიღარიბის აღმოფხვრა, SDG#7 ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია SDG#8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა SDG#11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები SDG#13 - კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები).


სიმბიოტიკსის მიერ გამოყოფილი ობლიგაცია ქვეყნის მასშტაბით პირველია მდგრადი განვითარების, ეკოლოგიური და სოციალური დაცვის მიმართულებით, რომელმაც სერტიფიცირება 2019 წლის დეკემბერში DNV GL-ისგან მიიღო და ლუქსემბურგის ბირჟაზე განთავსდა.


სიმბიოტიკსის შესახებ:



სიმბიოტიკსი წარმოადგენს წამყვან საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და დაბალი შემოსავლის მქონე საოჯახო მეურნეობების დაფინანსებაზე. 2005 წლიდან სიმბიოტიკსმა 90-მდე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე 450-მდე კომპანიისთვის 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ინვესტიციები განხორციელდა კაპიტალის მართვაში სპეციალიზაციის მქომე 50-ზე მეტი ფონდის მიერ. symbioticsgroup.com.


კრისტალის შესახებ:


კრისტალი ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს საქართველოს მასშტაბით 50 ფილიალით საქართველოს 8 რეგიონში, ასაქმებს 1000-ზე მეტ თანამშრომელს, მართავს 350 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, ემსახურება 115,000-ზე მეტ მომხმარებელს და დაარსების დღიდან დღემდე მოემსახურა 1 მლნ.-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა. „კრისტალის“ აქციონერებს შორის არიან წამყვანი დასავლური ფონდები: Agrif Cooperatief U.A. და DWM Funds S.C.A.-SICAF-SIF.


მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.


2019 წელიდან კრისტალმა, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციამ დაიწყო განვითარების ახალ ეტაპი და გააკეთა განაცხადი, რომ ის მხოლოდ მიკროსაფინანსო და სესხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია არ არის. ის არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში.


კომპანიის წარმატების საფუძველი პასუხისმგებლიანი დაფინანსებაა, რაც არაერთხელ აღინიშნა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოებით. კრისტალი არის Fitch– ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში. 2018 წლის „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.


(R)

თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up