„კრისტალმა“ ბანკად ტრანსფორმაციის პროცესი 2022 წელს უნდა დაასრულოს - ინტერვიუ არჩილ ბაკურაძესთან

„კრისტალმა“ ბანკად ტრანსფორმაციის პროცესი 2022 წელს უნდა დაასრულოს - ინტერვიუ არჩილ ბაკურაძესთან

access_time2021-10-15 10:00:06

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ მომავალ წელს ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. რას შეცვლის ეს მიკროსაფინანსოსთვის, რა ცვლილებებს გამოიწვევს საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების შექმნა და გეგმავს თუ არა ორგანიზაცია სამომავლოდ საფინანსო ბაზრის რომელიმე მოთამაშესთან შერწყმას, ამ თემებზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.



- მიკრობანკების კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა უკვე დაასრულა და ის პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. როდის გეგმავს „კრისტალი“ საბანკო ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთებას და რას შეცვლის ეს?


- ჩვენი გეგმით, ბანკად ტრანსფორმაციის პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს. თუ მიკრობანკის შესახებ საკანონმდებლო ბაზა და საზედამხედველო ჩარჩო ახლო მომავალში შეიქმნება, ჩვენ რა თქმა უნდა სერიოზულად გავითვალისწინებთ აღნიშნულ შესაძლებლობას. კითხვაზე - „რას შეცვლი ეს?“ - ალბათ გააჩენს მეტ სტიმულს, ბანკის სტრატეგია უფრო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გავხადოთ.



- კანონი როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც მსხვილი მისო-ების ერთ ნაწილს დაფინასება უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო აქტივების 99% ლარში, რამდენად მოაგვარებს აღნიშნული კანონი სავალუტო რისკების პრობლემას?


- აქტივებსა და ვალდებულებებში სავალუტო დისბალანსის პრობლემას უფრო ლარში დაფინანსების ახალ წყაროებზე წვდომა მოაგვარებს. მიკრო ბანკს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ანაბრები და გამოუშვას ფასიანი ქაღალდები. ზოგადად კი არაჰეჯირებულ მომხმარებელზე სავალუტო რისკის გადატანა არ შეესაბამება ჩვენი რისკების მადას, მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა ამაზე ნორმატიული შეზღუდვა.




- ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუალედური რგოლის გაჩენა მიკრობანკის სახით, რამდენად გაზრდის კონკურენციას და შეუწყობს თუ არა ხელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას?


- რა თქმა უნდა, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე სტრატეგიული ფოკუსირება დადებითი მოვლენაა აღნიშნული ბაზრის მომხმარებელთათვის. ლიცენზიის შეზღუდვების გამო დღესდღეობით მისო-ები ვერ ახერხებენ ამ ბაზრის ჯეროვნად მომსახურებას, ხოლო კომერციული ბანკებისთვის პრიორიტეტს უკვე განვითარებული მცირე და საშუალო საწარმოები და კორპორაციები წარმოადგენენ. ასე რომ, მიკრო ბანკებმა შეიძლება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ყველაზე კრიტიკულ და მზარდ სეგმენტს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება. საპროცენტო განაკვეთები ამ მომსახურების ერთ-ერთი ატრიბუტია, მაგრამ არა ერთადერთი. განაკვეთების შემცირება უფრო ეტაპობრივი პროცესი იქნება და ის დამოკიდებული იქნება როგორც მიკრო ბანკების უნარზე მოიზიდონ უფრო იაფი დაფინანსება, ასევე ზოგადად საფინანსო ბაზრების მდგომარეობაზე. ჩემი აზრით, ახალი კანონპროექტი შექმნის მეტ შესაძლებლობას და გაზრდის კონკურენციას.



- როგორ შეაფასებდით 2021 წლის მეორე კვარტალის ფინანსურ მაჩვენებლებს და რა მოლოდინები გაქვთ წლის მეორე ნახევარში?


- ისევე როგორც მთელ ფინანსურ სექტორში, „კრისტალის“ წლის პირველი ნახევრის შედეგები აჩვენებს აქტივის ზომიერ ზრდას, რისკის გაუმჯობესებულ პროფილსა და მომგებიანობის უკეთეს დონეს. წლის მეორე ნახევარი არ იქნება ისეთივე მომგებიანი, რაც ძირითადში მონეტარული პოლიტიკის მაღალი განაკვეთითაა გამოწვეული. იმედი მაქვს, ინფლაციური წნეხი შემცირდება და აღარ იარსებებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობა.



- მიკროსაფინანსო სექტორის მიერ გაცემული სალომბარდე სესხები გაზრდილია. მართალია თქვენი ორგანიზაცია ნაკლებადაა წარმოდგენილი ამ მიმართულებით, თუმცა, თქვენი აზრით, რას უკავშირდება სალომბარდე სესხებზე მოთხოვნის ზრდა?


- სალომბარდე სესხების ბაზარი საკმაოდ განსახვავდება არაუზრუნველყოფილი მიკრო-სესხების ბაზრისგან. მოგეხსენებათ, საქართველოში მარეგულირებელმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი დააწესა. საცალო დაკრედიტების მოქმედი წესები ზღუდავს მომხმარებლების შესაძლებლობას ისესხონ „ხვალინდელი შემოსავლის“ უზრუნველყოფით. შემცირებული ან არასტაბილური შემოსავლების საპასუხოდ ადამიანები იყენებენ მათ მიერ დღემდე დაზოგილ აქტივებს, მათ შორის ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ ნაკეთობებისა და უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. პანდემიის ფონზე კრედიტზე მოთხოვნა ბუნებრივად იზრდება, ამიტომაც უფრო აქტუალური სალომბარდო სესხი გახდა.



- რა სიახლეებს გეგმავს „კრისტალი“ მიმდინარე წელს, მათ შორის ხომ არ იგეგმება შერწყმა რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციასთან?


- კრისტალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესშია, რაც ბანკად ტრანსფორმაციის წინაპირობა გახლავთ. არაორგანული ზრდა ამ ეტაპზე არ წარმოადგენს პრიორიტეტს, რადგან მომხმარებელზე ჩვენი ორიენტირებულობის, მომსახურების დისტრიბუციისა და ორგანიზაციული კულტურის გამო, კრისტალი ორგანული ზრდის სასურველ დონეს ინარჩუნებს. სიახლეებიდან გამოვყოფ მიკრო და მცირე საწარმოთა ზრდის პლატფორმას, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის USAID YES Georgia-ს მხარდაჭერით ვქმნით ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე ქალი მეწარმეებისთვის. ახლო მომავალში საზოგადოებას ასევე გავაცნობთ ჩვენს გეგმებს მწვანე დაფინანსების მიმართულებით, რომელშიც უკვე 10 მილიონ ლარამდე გვაქვს დაბანდებული. გვაქვს ასევე საინტერესო გეგმები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართულებით.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up