“კრისტალმა“  10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა

“კრისტალმა“ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა

access_time2019-02-20 09:00:42

კომპანია “კრისტალმა“ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან „DWM“ (აშშ) და „Incofin/AGRIF’ (ბელგია) მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც,  კომპანიის კაპიტალში მიიღებს 10 მილიონი ლარის დამატებით ინვესტიციას.


ინვესტიციის მიზანია, ხელი შეუწყოს “კრისტალის“ სტრატეგიული გეგმის განხორციელებას და ინსტიტუციურ განვითარებას, რაც ითვალისწინებს კომპანიის ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციად გარდაქმნას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მომსახურების სტანდარტების ამაღლებას მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის.

“დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისაგან გააძლიერებს კომპანიის კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელს, რაც საშუალებას მისცემს “კრისტალს“გააგრძელოს სასესხო პორტფელის ზრდა და, რაც მთავარია, მოემსახუროს უფრო მეტ მომხმარებელს. ეს გარიგება როგორც ქვეყნის, ასევე “კრისტალის“ მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა,“  აცხადებენ კომპანიაში.



კრისტალის შესახებ:


“კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ჰყავს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბანკო საფინანსო ორანიზაციაა, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტო  „FitchRatings“-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე, პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები. 2018 წელს „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.


(R) 


თეგები:
კრისტალი



აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...


მსგავსი სიახლეები

up