„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

access_time2022-12-06 11:05:29

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია.  საბჭოს 3  ახალი წევრი - გიორგი არველაძე, მატანგი გოვრიშანკარი და რობერტ სკოტ კოსმანი შემოუერთდა.



გიორგი არველაძეს საბანკო სფეროში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი  წამყვან ბანკებში მუშაობდა და მათ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ამას გარდა, გიორგი არველაძის კარიერა უძრავი ქონების, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სექტორებში საქმიანობებსაც აერთიანებს. იგი მუშაობდა ლონდონში, BNP Paribas-ის სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში. საგულისხმოა, რომ გიორგი არველაძე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭომ უფროს დამოუკიდებელ წევრად (Senior Independent Director) აირჩია.



მატანგი გოვრიშანკარი 40 წელია, ბიზნესისა და ადამიანური რესურსების მიმართულებებით, ინდოეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, მმართველ პოზიციებზე საქმიანობს, აქვს სხვადასხვა დარგში მოქმედ წამყვან კორპორაციებთან, მათ შორის Standard Chartered Bank-თან, Reebok-თან, GE-სა და Cummins Inc-თან თანამშრომლობის, აღმასრულებელი რგოლის ქოუჩინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და ეფექტიანის გუნდების ფორმირების  მრავალწლიანი გამოცდილება. ბოლო დროს ის დასაქმებული იყო BP plc-ში, სადაც გლობალური შესაძლებლობების განვითარების ხელმძღვანელისა და გლობალური ლიდერობის აკადემიის დირექტორის პოზიცია ეკავა.




რობერტ კოსმანი  33 წელია, საცალო, მცირე და საშუალო საბანკო მომსახურების სფეროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. 2004-2020 წლებში იგი  Raiffeisen Bank International-ში, უკრაინის ოფისში საცალო/SME ბანკინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხელმძღვანელობდა SME რისკებს ავსტრიაში, ეკავა CIO-სა და COO-ს თანამდებობები. Raiffeisen-ამდე რობერტ კოსმანი განვითარების უფროსი ბანკირის რანგში EBRD-თან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და USAID-თან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციის კუთხით თანამშრომლობდა. ამჟამად, ის აქტიურად საქმიანობს როგორც „Fintech Angel“ ინვესტორი, ასევე, მრჩეველი/მენტორი მრავალი სტარტაპისთვის უკრაინაში.



ამ ეტაპზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრი ჰყავს. თითოეულს ბიზნესის განვითარების, კორპორაციული მართვის, საბანკო საქმისა და მიკროფინანსების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან საბჭოს არჩილ ბაკურაძე ხელმძღვანელობს.



„სამეთვალყურეო საბჭოს ახალ შემადგენლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კრისტალის ბანკად წარმატებული ტრანსფორმაციისა და კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის. საბჭოში დამოუკიდებელი წევრების უმრავლესობაში ყოფნა და კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დაწესება ჩვენი გააზრებული არჩევანია. ის ემსახურება მდგრადი, ინოვაციური და ფინანსურ ჩართულობაზე ორიენტირებული მოწინვე ბანკის შექმნის მიზანს. “, - აღნიშნავს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up