კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში ყველა ქალი ჩემპიონია

კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში ყველა ქალი ჩემპიონია

access_time2019-10-22 18:05:37

კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში 21 ოქტომბერს, ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.


კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში „ყველა ქალი ჩემპიონია!“ ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ქალების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებას.


ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეთამაშათ ბლიც-ჭადრაკი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდებთან ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესთან და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წარმომადგენლებთან.


ბლიც-თამაშში მონაწილეობას ტექნოლოგიური კომპანია SAP-ის საერთაშორისო ექსპერტები ღებულობდნენ, რომლებიც საქართველოში საკონსულტაციო მისიით იმყოფებიან და ხელს უწყობენ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული სტრატეგიისა და პროდუქტის შემუშავებას.


ღონისძიებაზე მოხდა აღნიშნული პროდუქტის პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად კრისტალის ქალი მომხმარებლებისთვის.




ზოგადი ინფორმაცია:


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.


კრისტალი პირველი არასაბანკო საფინანსო ორანიზაციაა ჩვენს რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, „FitchRatings’-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე, პირველმა გამოუშვა 15 მილიონი ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები, რომელიც მიეძღვნა ქალთა ეკონომიკურ განვითარებას. 2018 წელს „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა “მელიორა 2018’’-ის კონკურსში. კომპანიამ 2019 წელს მიიღო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკისთვის - გაეროს მდგრადი განვითარების მე-5-ე მიზანში (SDG #5: Gender Equality). 2019 წლის მაისში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „MFR“ (MicroFinanza Rating) სოციალურმა კომიტეტმა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ sA- შეფასება მიანიჭა.


ფონდი კრისტალი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ინიციატივებს, მათ შორის პროგრამა YES-Georgia-ს, რომლის ფარგლებშიც სულ მალე დაიწყება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ახალი კომპონენტი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან არსებული ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDPI) ინიციატივის მხარდაჭერით.


პროგრამა YES-Georgia (“ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში”) ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ფონდი კრისტალისმიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან თანამშრომლობით. YES-Georgia პროგრამის ფარგლებში ქალთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შესაქმნელად ფონდი კრისტალი და სს მისო „კრისტალი“, SAP SE -სთან და PYXERA Global -თან ერთად - “Social Sabbatical for Global Engagement’’ პროექტის ფარგლებში მუშაობს სტრატეგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მხარდაჭერას მეწარმეობის სხვადასხვა ასპექტში კონსულტაციებისა და რჩევების მიწოდების გზით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქალ მეწარმეთა სოციალურ წინსვლას და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებას.


SAP SE არის საერთაშორისო კორპორაცია, რომელიც ქმნის ბიზნეს ოპერაციებისა და მომხმარებელთა ურთიერთობების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. „PYXERA Global“ არის ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ორგანიზაციების გამოწვევების მართვასა და გლობალური ჩართულობის შესაძლებლობების გაზრდაზე.


(R)



თეგები:
კრისტალი



პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up