„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

access_time2020-08-03 10:10:23

ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, მარტის თვეში ფონდმა კრისტალმა USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციაკრისტალისმხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19.


ჰაკათონის მიზანი ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნესიდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა იყო. ამ ბიზნესწამოწყებების დასაფინანსებლად, „კრისტალმაგამოყო სასტარტო დაფინანსების სპეციალური ფონდი 50 000 ლარის მოცულობით. პროექტის განმავლობაში მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ გამოცდილი ექსპერტები. საინვესტიციო კომიტეტის (Pitching) სესიის შემდეგ კი გამოვლინდა 6 გამარჯვებული იდეა და გუნდი. 


„კრისტალში“ აცხადებენ, რომ „ახლა როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია გლობალური ეპიდემიის COVID-19 შესაკავებლად ეფექტური გზების ძიება და ინოვაციური ბიზნეს იდეების თუ გადაწყვეტილებების წახალისება. 


შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს  ძალიან ღირებული, საინტერესო, ინოვაციური ბიზნეს იდეა ან უბრალოდ ინიციატივა, რომელიც დაეხმარება როგორც ქვეყნებს, ასევე კონკრეტულ ადამიანებს COVID-19-თან ბრძოლაში. სწორედ ასეთი იდეების და ინიციატივების გენერირებისა  და სწრაფად განხორციელებისთვის ხელშეწყობა იყო ჩვენი მიზანი, როცა ჰაკათონის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ“.

 


Entrepreneur ამჯერად გაგაცნობთ ჰაკათონის ერთ-ერთ გამარჯვებულს - ლადო გოგოლიძეს, რომლის იდეა არა მხოლოდ ინოვაციურობით გამოირჩეოდა, არამედ იმ დროისათვის აქტუალური პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად - მან მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი.მიზნის განსახორციელებლად კი ჩაერთო ფონდ „კრისტალის“ ჰაკათონში, რომელმაც ლადოს საშუალება მისცა პანდემიის დროს ხორცი შეესხა იდეაზე, არამხოლოდ მატერიალური კუთხით უზრუნველჰყო იგი, არამედ გაეწია ყველა საჭირო დახმარება, რაც მართვადი სუნთქვის აპარატის სრულყოფისთვის იქნებოდა საჭირო: „არსებული პროექტი პირდაპირი პასუხი გახდა დამდგარ ახალ რეალობასთან მიმართებაში, სადაც ვირუსული ინფექციის საბრძოლველად სხვადასხვა სპეციალობისა და იდეოლოგიის ხალხის კონსოლიდაცია გახდა საჭირო. სწორედ ამის შესაძლებლობა მოგცა პროექტმა და რა თქმა უნდა, მიღებული დაფინანსებაც მნიშვნელოვანია, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი პანდემიის პირობებში საკმაოდ მძიმე გასაწევია საკუთარი ჯიბიდან“.


თავად ლადო საკუთარ პროექტს იდეად არ მიიჩნევს, არამედ როგორც აუცილებლობას: „ მართვადი სუნთქვის სრულფასოვან აპარატს აღვიქვამ, როგორც საჭიროებას. იგი იქნება აქტუალური, ვიდრე იარსებებს საფრთხე ვირუსების, რომლებიც ადამიანის ფილტვებს აზიანებენ. ჩვენ მიერ შექმნილი აპარატი გამოირჩევა იმით, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მისი ნებისმიერი ოდენობით წარმოება საცალო გაყიდვაში არსებული დეტალების გამოყენებით, რაც მის თვითღირებულებას, განსხვავებით მისი სერტიფიცირებული დიდი ძმისგან, მნიშვნელოვნად ამცირებს და ზრდის ხელმისაწვდომობას. თანაფარდობა არის შემდეგი 12 000 $ / 550$-თან. განსხვავება სერტიფიცირებულ აპარატსა და ჩვენ მიერ შექმნილ აპარატს შორის არის გამოყენებული ნაწილების რესურსი. მაგ: სერტიფიცირებული მართვადი სუნთქვის აპარატის სარქველს სამუშაო ციკლი აქვს 3 მლნ. ჩაკეტვა/გახსნა, ხოლო ჩვენსას 1 მლნ. დასახულ მიზანს ორივე ერთნაირად ასრულებს - შეინარჩუნოს ადამიანის სიცოცხლე“ - ამბობს ლადო.


გუნდმა რამდენიმე დღის წინ შექმნა სატესტო გარემო, სადაც შეისწავლება წნევით მილებში შემოსული აირების წინასწარი მართვა ექიმი რეანიმატოლოგის მიერ შეყვანილ პარამეტრებზე დაყრდნობით. აირების შესაბამისი ნაზავისა და მოცულობის მიღების შემდეგ კი დაიწყება სრულყოფილი სუნთქვის ციკლების იმიტირებას და სატესტო ფილტვზე ტესტირება. 


როგორც ლადო ამბობს, მისთვის პროექტში გამარჯვება პირველ რიგში ნიშნავს საზოგადოების მხარდაჭერას, რაც ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად დიდი მოტივაციაა. ასევე იმის გაცნობიერებაც, რომ შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლესთან გქონდეს მომავალში საქმე, განსაკუთრებით არა პირდაპირ, არამედ შენ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით, აათმაგებს პასუხისმგებლობის გრძნობას. ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი შეაფასებს კრიტიკულად პროექტსა და  მის მიმდინარეობას, მით ნაკლები იქნება შეცდომის დაშვების შანსი.  


ლადოს თქმით, პროექტმა ასწავლა დროითი რესურსის გადანაწილება და შეუცვალა განწყობები: „თავიდან ეს მართლაც მხოლოდ იდეა იყო, პროექტის დახმარებით კი შესაძლებელი გახდა მისი რეალობაში გადმოტანა. ზოგადად, ყველა მენტორისგან მოველი მათი მხრიდან იდეის ვალიდაციას, რადგანაც ადამიანს საკუთარი აზრი და პროექტი ყველაზე სწორი, მართებული და უეჭველად შესრულებადი ჰგონია, მაგრამ ზოგჯერ რეალობასაა აცდენილი, გამოცდილება ან დროისა და ფულადი რესურსი არ ყოფნის. ამ ყველაფერს კრიტიკულად აფასებენ მენტორები და რჩევა-დარიგებებს იძლევიან მათ გამოცდილებაზე და ცოდნაზე დაყრდნობით, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.“


ახლა ლადო ცდილობს დაასრულოს შექმნის პროცესი. გუნდი მზადაა პროექტი უსასყიდლოდ გადასცეს ნებისმიერ პირს/კომპანიას, რომელიც იკისრებს ვალდებულებას საჭიროების შემთხვევაში თვითღირებულების ფასად აწარმოოს მართვადი სუნთქვის აპარატები საქართველოსთვის, საზღვრებს გარეთ კი საკუთარი სურვილით განაგრძოს კომერციული თუ არა კომერციული საქმიანობა: „აღნიშნული აპარატებით საქართველოში ბიზნესის კეთებას არ ვაპირებ“ - ამბობს ლადო.


ავტორი : ანა ბიბილეიშვილი​


(R)

თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up