კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

access_time2019-09-17 11:55:47


კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო.


პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას.


„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, ლიდერობის, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და შეისწავლიან, როგორ მოამზადონ ბიზნეს პროექტები (საინვესტიციო მემორანდუმი).


მონაწილეების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესონი მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისგან“. 


ტრეინინგ კურსი ორ თვიანია და მოიცავს 2 დონეს.პირველ დონეზე მონაწილეები გაივლიან მეწარმეობის ზოგად კურსს, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 ქალაქში (თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი).


მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნესმოდელებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს იდეის პრაქტიკაში განხორციელება. მეორე დონის ტრეინინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ.


პროექტში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს :



  • მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე.


  • ასაკობრივი დიაპაზონია 16-28 წელი.


დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.



შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.



დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ:


კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID/Georgia პროგრამის - „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ ( Yes- Georgia), ფარგლებში იწყებს კანდიდატების მიღებას.



პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან ( JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).



2016 წლიდან „ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“, 2 710 განაცხადი შემოვიდა. სკოლაში სულ 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული, რომელიც 574-მა წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 61-მა მიიღო დაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ კრისტალისგან“.



დამატებით კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე : 32 2 02 20 20 ან ეწვიეთ Facebook  გვერდს: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.


(NS)



თეგები:
კრისტალი



„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა
access_time2020-01-25 13:30:14
  ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, შეამცირა ინვესტორების ენთუზიაზმი ჩინური საფონდო ბაზრისადმი, რომელიც ბოლო თვეებში სწრაფად იზრდებოდა.   დანაკარგებს ძირითადად ითვლიან სამომხმარებლო ბაზრის მოთამაშეები, ტუროპერატორები, და ავიაკომპანიები.   საფონდო ინდექსი FTSE China A50, რომელიც ასახავს ჩინეთის 50 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციას, 22 იანვარს შემცირდა 1,7%-ით, რაც არის ბოლო 6 თვის ყველაზე ძლიერი...


მსგავსი სიახლეები

up