„კრისტალი“ უერთდება ვალების ჩამოწერის პროგრამას და სებ-ის ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე დამატებით შეღავათებს სთავაზობს ვადაგადაცილებაში მყოფ დანარჩენ მსესხებლებს

„კრისტალი“ უერთდება ვალების ჩამოწერის პროგრამას და სებ-ის ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე დამატებით შეღავათებს სთავაზობს ვადაგადაცილებაში მყოფ დანარჩენ მსესხებლებს

access_time2018-12-20 10:00:35


 „კრისტალი“ ჩაერთო ფონდი ქართუს ვალების ჩამოწერის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე ჯამში 3.37მლნ ლარის მოცულობის სესხებს ჩამოწერს, რაც კომპანიის მთლიანი სასესხო პორთფელის დაახლოებით 1%-ია. აღნიშნული ინიციატივის გარდა, სესხების გაცემის ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე „კრისტალი“ მიმდინარე ვადაგადაცილებაში მყოფ იმ მომხმარებლებს, ვისაც არ შეხებია ვალების ჩამოწერის პროგრამა, განურჩევლად სესხის მოცულობისა და ვადაგადაცილების ხანგრძლივობისა, მომხმარებლის მხრიდან თანამშრომლობის შემთხვევაში შეღავათებს შესთავაზებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში უკვე ინიცირებული ცვლილების მიღების შემდეგ, „კრისტალის“ პროგრამა „შეხვდი ახალ წელს დადებითი საკრედიტო ისტორიით“ მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


“კრისტალში ჩვენ ყოველთვის გვქონდა და გვექნებაპარტნიორული მიდგომა ჩვენს მომხმარებელთან დავთვლით, რომ ჩვენი მომხმარებლის წარმატება და გამოწვევა, ჩვენი წარმატება და გამოწვევაცაა. ამიტომაც, ჩვენ დღეს ვდგამთ დამატებით ნაბიჯს, იმისთვის რომ 2019 წელს, დაკრედიტების ახალი წესების დამკვიდრებას, უფრო ძლიერები და განვითარებაზე ორიენტირებულები შევხვდეთ ჩვენს მომხმარებლებთან ერთად“, განაცხადა კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ.


„ჩვენ უკვე შევუერთდით ფონდი ქართუს ვალების ჩამოწერის პროგრამას და ჯამში 3.37 მილიონი ლარის მოცულობის სესხებს ჩამოვწერთ, რაც ჩვენი მთლიანი აქტიური პორთფელის დაახლოებით 1%-ია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „კრისტალი“ ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით სესხების გაცემისადმი, რის შედეგადაც ვადაგადაცილებაში მყოფი სესხების რაოდენობა ძალიან მცირეა. სწორედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამყარდეს ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ჩვენ გამოვდივართ დამატებითი ინიციატივით, რომელიც ეხება ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც მიმდინარე ვადაგადაცილება აღენიშნება. დამატებითი ინიციატივა არ გულისხმობს სესხების სრულ პატიებას, თუმცა მომხმარებლები მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ, რათა გაუმჯობესებული საკრედიტო ისტორიით შეხვდნენ ახალ წელს. ამიტომ მოვუწოდებ 2018 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით ვადაგადაცილებაში მყოფ ჩვენს მომხმარებლებს დროულად მიმართონ „კრისტალის“ ფილიალებს“, დაამატა არჩილ ბაკურაძემ.


„კრისტალის“ პროგრამა „შეხვდი ახალ წელს დადებითი საკრედიტო ისტორიით“ 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.


კრისტალის შესახებ:


“კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმეული ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000 ზე მეტ კლიენტს. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბაკო საფინანსო ორანიზაციაა რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები.2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.



(R)


თეგები:
კრისტალი



საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up