კრისტალი საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა

კრისტალი საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა

access_time2020-12-17 11:55:25

კონკურსი, რომელიც   მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით ჩატარდა, მიზნად ისახავდა ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისებას, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებას, რომელიც მნიშვნელოვანია ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.


ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა კრისტალის, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციის უპირატესობა მომზადებული წლიური ანგარიშის ხარისხის, შემადგენლობისა და გამჭვირვალობის მხრივ, რისთვისაც კომპანიას საპატიო ჯილდო გადაეცა.


როგორც ბარტა 2020-ის  ჟიურის წევრმა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის უფროსმა კონსულტანტმა მართვის სფეროში ირინა გორდელაძემ აღნიშნა,  ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კრისტალის ანგარიშგება ჭეშმარიტად ინფორმაციული და მომხმარებელზე ორიენტირებული იყო.

 

„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ კონკურსის ერთერთი გამარჯვებული. მმართველობის ანგარიშგებაში  წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია ინვესტორებისა და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. სწორედ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია, ანგარიშგება ზრდის  ჩვენი კომპანიისადმი ნდობის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ წლიური ანგარიშის მომზადების პროცესში კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფს შეაქვს წვლილი და აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდური მუშაობის შედეგია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამ კონკურსის ჟიურის, ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს“ - აღნიშნავს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე


ღონისძიებაზე გამარჯვებული კომპანიები შემდეგ 4 კატეგორიაში გამოვლინდნენ:

•             მსხვილი საფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი დასაქმებულით)

•             მსხვილი არასაფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი დასაქმებულით)

•             მცირე და საშუალო კომპანიები (500-ზე ნაკლები დასაქმებულით)

•             საპატიო ჯილდო (საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიში)

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს ჩატარდა.

კრისტალის 2019 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბმულზე



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up