კრისტალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება

კრისტალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება

access_time2021-03-15 09:55:06

მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლება კრისტალისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ორგანიზაციისთვის, პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას და 15 მარტს - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა აქტივობებით  აღნიშნავს.  


მომხმარებელთა უფლებების დაცვა კრისტალის ერთ - ერთი პრიორიტეტია. პასუხისმგებლიანი დაფინანსება, მარტივი პროცედურები, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები, გამჭვირვალე და პარტნიორული ურთიერთობები - ეს იმ პრინციპების მოკლე ჩამონათვალია, რომლითაც კრისტალი უკვე წლებია მუშაობს. კომპანია მუდმივად ცდილობს მოუსმინოს მომხმარებელს და შესთავაზოს მასზე მორგებული მომსახურება. 


წელს, მომხმარებელთა უფლებების დღის აღსანიშნავად კომპანიამ ონლაინ პლატფორმა Business Feed-თან თანამშრომლობით რამდენიმე საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი მოამზადა, რომელიც  ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს და პრინციპებს ეყრდნობა.


აღნიშნული ვიდეორგოლები ერთგვარი გზამკვლევი იქნება მომხმარებლისთვის, თუ რა უფლებები აქვთ და რა უნდა იცოდნენ მათ ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობის პროცესში. ვიდეორგოლებში გადმოცემული ინფორმაცია დაეხმარება მომხმარებელს სწორი, გონივრული და მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაში. ამით  აქტივობით კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მაღალ პასუხისმგებლობას და მომხმარებლებთან პარტნიორულ ურთიერთობას. 


მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანია - იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!.


„დაარსების დღიდან კრისტალი პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალეობის უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩეოდა მომხმარებლებთან ურთიერთობისას, რასაც ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებებიც ცხადყოფს. კრისტალში ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვა  ჩვენი კლიენტების კეთილდღეობას ემსახურება და აჩენს ორგანიზაციისადმი მაღალ ნდობას, რაც ყოველწლიურად გვიბრუნდება კიდეც ლოიალური და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობის ზრდის სახით.“ - აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია. 


მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მათი მხარდაჭერის მიმართულებით კრისტალი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ახალი ინიციატივები, პროექტები, სერვისები და პროდუქტები მაქსიმალურად იქნება მომხმარებელზე მორგებული და მათი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება. 



#15მარტი #იცოდეშენიუფლებები #იყავიდაცული


დამატებითი ინფორმაციისთვის:



  • მომხმარებლების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში


მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მათი უფლებების დაცვა ყველაზე ნათლად პანდემიის პერიოდში გამოჩნდა. კრისტალი  გახლდათ  ერთ-ერთი პირველი ფინანსური ორგანიზაცია, რომელმაც პანდემიის დაწყების პირველივე ეტაპზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილებით მომხმარებლების საჭიროებებს მოერგო. სესხების  გადავადება ყველა მომხმარებელზე თანაბრად განხორციელდა.


თუმცა, კრისტალის მიერ გამოცხადებული საშეღავათო პერიოდის დასრულება არ დაემთხვა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასრულებას. ამიტომ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებლების მდგომარეობა და პანდემიით დაზარალებულ კლიენტებთან დამატებით, ინდივიდუალურად იმუშავა, რათა მათთვის მორგებული  გადახდის პირობები შეეთავაზებინა, რამაც ათიათასობით მომხმარებელს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა მდგომარეობა. 


აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტალის  სასესხო პროდუქტები დენომინირებულია ლარში,  აქვს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები და არ არის მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე, რამაც ასევე შეუწყო ხელი მომხმარებლებს პანდემიის  რთულ პირობებში. 


  • ეთიკის კოდექსი


ზემოაღნიშნულის გარდა, ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიის  მომხმარებლებზე ორიენტირებულობა სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. კერძოდ, განურჩევლად მომხმარებლის სტატუსისა, მათთან კომუნიკაციის და ურთიერთობის ყველა ეტაპზე კომპანია მკაცრად იცავს  ეთიკის პრინციპებს. კომპანიას შემუშავებული აქვს „ეთიკის კოდექსი“, სადაც დეკლარირებულია მომხმარებლებთან ურთიერთობისას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები. კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე კომპანია ხელს უწყობს ფინანსური სექტორის მიმართ მომხმარებლებში სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას. 


  • საკომუნიკაციო არხები 


ყოველდღიურ რეჟიმში, კომპანიის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორები ასეულობით მომხმარებლებს სრული დატვირთვით ემსახურებიან. საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება მომხმარებელებს ოთხი დისტანციურ არხის გამოყენებით შეუძლიათ: Facebook, online-chat,  ელ. ფოსტა contact@crystal.ge და  ცხელი ხაზი 2 02 20 20.


აღნიშნული არხები კომპანიას ასევე ეხმარება მომხმარებელთა საჩივრების/პრეტენზიების მართვაში.


  • საჩივრების/პრეტენზიების მართვის მექანიზმი


მომხმარებლებს შეუძლიათ მათთვის მოსახერხებელი ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ასევე მატერიალური სახითაც დააფიქსიროს პრეტენზია კომპანიასთან თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი უკმაყოფილების თუ დაუთანხმებლობის შესახებ. ამასთან, მოითხოვოს პასუხი მისთვის მისაღები ფორმით.  აღსანიშნავია, რომ საჩივარზე რეაგირება კომპანიაში მაქსიმალურად ოპერატიულად ხორციელდება. 


სწორედ მიღებული პრეტენზიების ერთ სისტემაში თავმოყრისა და მასზე სწრაფი რეაგირების მიზნით კომპანიაში დაინერგა  მომხმარებელთა  საჩივრის/პრეტენზიების მართვის  სისტემა. ერთიან სისტემაში აღრიცხული მონაცემები ეხმარება კომპანიას  მომხმარებელთა პრეტენზიებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებაში, მის ანალიზსა და მომხმარებელზე ორიენტირებული, ახალი  გადაწყვეტილებების მიღებაში.



(R)



თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up