კრისტალი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020-ის გამარჯვებულია

კრისტალი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020-ის გამარჯვებულია

access_time2020-11-09 09:55:18

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის’’, კრისტალმა გამარჯვება მოიპოვა კატეგორიაში „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ პროექტისთვის "მწვანე დაფინანსება".


"მწვანე დაფინანსების" მიმართულება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალში" 2017 წლიდან ხორციელდება. პროეტი გულისხობს მომხმარებლებისთვის მწვანე ალტერნატივების შეთავაზებას და ეკომეგობრული, გარემოსთვის ნაკლებ საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას. ამით კრისტალი ცდილობს მისი წილი პასუხისმგებლობით და მზრუნველობით შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება.


წელს ჟიურის წევრი კატეგორიაში „მდგრადი განვითარების პიონერი“, კრისტალის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქობალია იყო, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების კონკურსის წინა წლის გამარჯვებულია. მან წლევანდელ გამარჯვებულს ჯილდო „მდგრადი განვითარების პიონერი“ გადასცა. ჯილდოს მფლობელი ვალერი ჩეხერია გახდა, რომელიც კონკურსზე „აჭარა ჯგუფს“ წარმოადგენდა.


კონკურსი, რომელშიც 74 აპლიკაცია იყო წარმოდგენილი, გამარჯვებულები 8 კატეგორიაში გამოვლინდნენ: სიღარიბის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, გონივრული მოხმარება და წარმოება, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, SDG პიონერი, მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაში.



„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ტარდება, საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის აჯილდოებს.


გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, წლევანდელი კონკურსი დისტანციურად, ლაივ რეჟიმში გაიმართა და შესაბამისად ღონისძიებაზე დასწრება და კომპანიების გულშემატკივრობა ნებისმიერი დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო.


აღსანიშნავია ისიც, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში კრისტალი რამდენჯერმე გახდა გამარჯვებული:


2018 წელი - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი „მელიორა 2018“ - წლის ყველაზე პასუხისმგებლიანი კომპანია ქვეყნის მასშტაბით და კონკურსის გრან-პრის მფლობელი კრისტალი გახდა. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი და კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.


2019 წელი - კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2019- კატეგორიაში „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება“ ჯილდო კრისტლმა მოიპოვა. ღონისძიება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ჩატარდა.


(R)


თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up