კრისტალი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ქართული სტარტაპებისთვის მიღებას უმასპინძლებს

კრისტალი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ქართული სტარტაპებისთვის მიღებას უმასპინძლებს

access_time2018-06-15 11:10:54

ამა წლის 14 ივნისს (თბილისის დროით 19:00 საათზე) ლონდონში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, კრისტალისა და ფონდი კრისტალის ორგანიზებით გაიმართება მიღება, რომლის მთავარი თემაა ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობა ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.



ღონისძიების მასპინძელია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ბატონი ფაბიან ჰამილტონი, მხარდამჭერი კი საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში.
ქართველ ახალგაზრდა ინოვატორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატის წევრები, საერთაშორისო ინვესტორები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.



ახალგაზრდა მეწარმეები ლონდონში “Startup Grind Europe”-ის ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ვიზიტს მხარს უჭერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თბილისში ბრიტანეთის საელჩო და “Startup Grind” წარმომადგენლობა საქართველოში.



მიღებაზე მოხდება ქართული სტარტაპის VREX-ის მიერ ტურისტულ თემაზე შექმნილი ვირტუალური რეალობის უნიკალური აპლიკაციის დემონსტრირება. საქმიანი ურთიერთობების გარდა, კრისტალი ხელს უწყობს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას. მიღებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს ქალაქ ბრისტოლის ქართულ ეროვნულ სიმღერათა გუნდი შეასრულებს.




დამატებითი ინფორმაცია



ს.ს. მისო კრისტალი ერთერთი წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 77,000-მდე მიკრო-მეწარმესა და მცირე ფერმერს. კომპანია გააჩნია 60 ფილიალისგან შემდგარი რეგიონალური ქსელი, რომელშიც დასაქმებულია 950-ზე მეტი კვლიფიციური თანამშრომელი. კრისტალი ამჟამად განაგებს 250 მილიონ ლარზე მეტ საკრედიტო პორტფელს. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://www.crystal.ge/



ფონდი კრისტალის მისიაა ფინანსური განათლების დონისა და ფინანსური მომსახურების სტანდარტების ამაღლება და სოციალური ინვესტიციების განხორციელება. ფონდი კრისტალი მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვას, ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარებას, საგზაო უსაფრთხოებასა და მშვიდობის მშენებლობას საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.crystalfund.ge


(R) 




კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up