კრისტალი Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს

კრისტალი Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს

access_time2020-04-10 11:40:12

Covid 19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კომპანიების სამუშაო დღის წესრიგი და პრიორიტეტები. გამონაკლისი არც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ყოფილა, თუმცა, უფრო აღსანიშნავი ის არის,  რა სისწრაფითა და პასუხისმგებლობით მიუდგა კომპანია ახალ, აქამდე არარსებულ გამოწვევას.


პირველი, რაც „კრისტალმა“ გააკეთა ვირუსის გავრცელებისთანავე, თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის გატარებული ღონისძიებები იყო:


  • ოფისები აღიჭურვა სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და ხელთათმანებით, დეზო ბარიერებით და გამჭვირვალე დამცავი ტიხრებით;
  • მოეწყო მომხმარებელთა რიგის დაცვის ნიშნულები;
  • ზედმიწევნით შესრულდა მთავრობის მიერ საგანგებო და საკარანტინო რეჟიმის წესები;
  • შემოღებული იქნა სამუშაო გრაფიკები მომსახურების ცენტრებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად;
  • დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა ყველა ის თანამშრომელი, ვისი სამუშაო სპეციფიკაც ამის შესაძლებლობას იძლეოდა;
  • შენარჩუნდა ყველა თანამშრომლის სამუშაო ადგილი და ანაზღაურება; 
  • გამოვლინდა რისკ ჯგუფში შემავალი თანამშრომლები და ისინი სრულად იქნენ არიდებულნი ოფისებში სიარულს;
  • თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით "ევექსის კლინიკების" ქსელის ექიმების მიერ შემოწმდა თბილისში მდებარე ფილიალების თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ტრენინგები გაგრძელდა დისტანციური სწავლების პლათფორმაზე;
  • თანამშრომელთა სწორი ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით კომპანიაში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი, სადაც განთავსებულია  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო ცხელი ხაზების ტელეფონის ნომრები.

 

პარალელურად, „კრისტალმა“ ოპერატიულად განავითარა მომხმარებელთა მომსახურების ონლაინ სერვისები, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად:


  • მოითხოვოს სესხი
  • მიიღოს ონლაინ განვადება „კრისტალის“ პარტნიორი მაღაზიებიდან
  • დაფაროს სესხი
  • მიიღოს სასურველი ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია.

ამასთან ერთად, კომპანიამ გაითვალისწინა არსებული ვითარების გამო მომხმარებლებისთვის შექმნილი ეკონომიკური სირთულეები და 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი  აამოქმედა მსესხებლებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს სურვილის შემთხვევაში გადაავადონ 13 მარტიდან 1-ელ ივნისამდე განსახორციელებელი სასესხო ვალდებულებები. კრისტალი იმედოვნებს, რომ არსებული შეთავაზების მეშვეობით, ბევრი მომხმარებელი შეინარჩუნებს ეკონომიკურ სტაბილურობას მიმდინარე პირობებში და შეიმსუბუქებს კორონავირუსით  განპირობებულ ფინანსურ კრიზისს.



„კრისტალი“ ამ გლობალური პანდემიის დროსაც ინარჩუნებს მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიმართ მზრუნველობას, რაც კომპანიის მისიისა და სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. 28 მარტს პარტნიორ ორგანიზაციებთან  -USAID საქართველოს,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა (NCDC) და ფონდ კრისტალთან თანამშრომლობით, გაიმართა პირველი ონლაინ ჰაკათონი საქართველოს ისტორიაში. კრისტალმა გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად 50 000 ლარის ფონდი გამოჰყო. ჰაკათონის მიზანი იყო მხარი დაეჭირა იმ სამეწარმეო იდეებისთვის რომლებიც Covid19-ის  გავრცელებას ებრძვის და  ვირუსის გავრცელების პირობებში მისი მავნე შედეგების და რისკების შემცირებას ემსახურება. ჰაკათონი, რომელიც უმოკლეს დროში ოპერატიულად დაიგეგმა, რეალურ მარათონად იქცა - მონაწილეების რიცხვი 150-ს გადასცდა. აღნიშნულმა ჰაკათონმა თავი მოუყარა ბევრ ორიგინალურ, პრაქტიკულ და ინოვაციურ იდეას სხვადასხვა სფეროსთვის: განათლება, სამედიცინო დიაგნოსტიკა, მკურნალობა, საინფორმაციო სისტემები, საკვების უსაფრთხოება, მიწოდება და სხვა. კრისტალი აგრძელებს ჰაკათონში გამარჯვებული პროექტების მხარდაჭერას და მომავალში მეტ ინფორმაციას მოგაწვდით გამარჯვებულებისა და დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.


ამასთანავე კრისტალი შეუერთდა იმ პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისა და კომპანიების სიას, რომელთაც თავისი  წვლილი შეიტანეს  პლატფორმა „ერთიანობის“ ფინანსურ მხარდაჭერაში. აღნიშნული პლატფორმა აერთიანებს მოხალისეებს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.


კომპანია ყველა პირობაში ინარჩუნებს ზრუნვას გარემოზე, მომხმარებლებზე და თანამშრომლებზე, კრისტალი ამ მიმართულებით არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს უახლოეს მომავალში.


(R)

 


თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up