“კრისტალბეთის” მოგება 10%-ით, 196 მლნ ლარამდე გაიზარდა

“კრისტალბეთის” მოგება 10%-ით, 196 მლნ ლარამდე გაიზარდა

access_time2022-11-24 12:00:19

საქართველოში მოქმედ უმსხვილეს აზარტული თამაშების ოპერატორ “კრისტალბეთს” გასულ წელს ₾453.5 მილიონის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2020 წელთან შედარებით ₾90 მილიონით მეტია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს დადებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას.


ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾177 მილიონი იყო, 2021-ში ის ₾196 მილიონამდე გაიზარდა, რითიც “კრისტალბეთი” ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა.


2021 წელს კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა: შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 350.7 მილიონი ლარი; შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 80.3 მილიონი ლარი; შემოსავალი peer to peer თამაშებიდან - 9.4 მილიონი ლარი; სხვა შემოსავალი - 13.1 მილიონი ლარი.



“კრისტალბეთმა” 2021 წელს ₾17 მილიონის ხელფასები გასცა, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯებზე 210.6 მილიონი ლარი დახარჯა.


“კრისტალბეთის” მესაკუთრეს შპს “ენთეინ ჯორჯია” წარმოადგენს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის ENTAIN-ის შვილობილია. ENTAIN-ი კი მსოფლიოში აზარტული თამაშების ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა.







TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek
access_time2022-12-07 21:00:54
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი კიბეებიდან ჩამოვარდა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.   General SVR-მა გასულ კვირას Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა პუტინმა სამუშაო თათბირი სტრესულ ვითარებაში, სადაც განიხილავდნენ მძიმე...


მსგავსი სიახლეები

up