კრისტალ კონსალტინგის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემა GITI 2022-ის გამარჯვებულია

კრისტალ კონსალტინგის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემა GITI 2022-ის გამარჯვებულია

access_time2022-12-07 10:51:11

„კრისტალის“ შვილობილი კომპანიის, „კრისტალ კონსალტინგის“ მიერ შექმნილი ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემა Crystal ERP და POS, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონკურსის GITI 2022-ის გამარჯვებულია. სისტემა წლის საუკეთესო კომპლექსურ ბიზნესგადაწყვეტილებად დასახელდა.


აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ ისევე, როგორც მისი შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგი“ GITI კონკურსზე წელს პირველად წარსდგა და პირველივე მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა.


Crystal ERP და  POS მიკრო და მცირე მეწარმეების ბიზნესსაქმიანობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. პროგრამა ყველა იმ მნიშვნელოვან ოპერაციას აერთიანებს, რომელიც ბიზნესს ყოველდღიურად სჭირდება და მის გამოყენებას ბიზნესსაქმიანობა სურლიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ამასთან, Crystal ERP მფლობელს ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაშიც ეხმარება. საგულისხმოა, რომ პროდუქტის შექმნის პროცესში სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები, მათ შორის თავად მეწარმეებიც იყვნენ ჩართულები.


„კრისტალი“ და მისი შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგი“ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული კომპანიებია. განსაკუთრებული პრიორიტეტი კი მას „კრისტალის“ საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში ენიჭება. ამ პროგრამის მიზანს მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების გამარტივება და მათთვის იგივე შესაძლებლობების შქამნაა, რაც დიდ ქსელურ მაღაზიათა ქსელებს, წარმოებებს და მომსახურებებს აქვთ საქართველოში. მოგეხსენებათ, ბიზნესსერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს სექტორის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ ის ამ მნიშვნელოვან კონკურსზე წლის საუკეთესო კომპლექსურ ბიზნესგადაწყვეტილებად დასახელდა. ეს ჩვენთვის ამ მიმართულებით განვითარებისა და ახალი პროექტების განხორციელების პროცესში დამატებითი მოტივატორი იქნება“, - აღნიშნავს „კრისტალ კონსალტინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯანელიძე.



GITI ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. კონფერენცია 2008 წლიდან, „ICT ბიზნეს საბჭოს“, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს პარტნიორობით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას  კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციები იღებენ, რომლებიც კონკურსის ფორმატში წარადგენენ IT პროდუქტებს/სერვისებს. კონკურსის მიზანს სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროეტების გამოვლენა და დაჯილდოება წარმოადგენს, რაც  საჯარო და კერძო სექტორებში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას უწყობს ხელს.


ინფორმაციისთვის, Crystal ERP USAID-ის პროგრამის ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)’’ დაფინანსებით შეიქმნა. პროგრამა ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ხორციელდება. პროექტს დამატებით მხარდაჭერას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალი’’ უწევს

 


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up