„კრისტალ კონსალტინგ“-მა ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო

„კრისტალ კონსალტინგ“-მა ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო

access_time2020-05-21 13:00:53

„კრისტალ კონსალტინგ“-მა, კრისტალის შვილობილმა კომპანიამ, დაიწყო ტრენინგები მენტორებისთვის, რომლებიც კონსულტაციას, მენტორობას და ქოუჩინგს გაუწევენ ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი“-ს არსებულ მსესხებლებს.პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალ მეწარმეთა მხარდაჭერა ბიზნესის ეფექტურად მართვაში და გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების მიღწევაში.პროექტი ხორციელდება  პროგრამის ფარგლებში  „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი“-ს შვილობილი კომპანიის „კრისტალ კონსალტინგის“ მიერ და მომდევნო 3 წლის განმავლობაში 500 ქალი მეწარმის მენტორობას გულისხმობს.

 

პროექტის შედეგად „კრისტალის“ მომხმარებლები მიიღებენ:

  • კონსულტაციას, ასევე მენტორებისა და ქოუჩების მხარდაჭერას
  • ახალ ცოდნასა და უნარებს
  • ბიზნესის ანალიზს
  • ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას
  • ბიზნეს-გეგმის მონახაზს და საწყის ეტაპზე მის იმპლემენტაციას
  • წვდომას დამატებით ფინანსურ რესურსებზე.

ონლაინ რეჟიმში უკვე გაიმართა „კრისტალ კონსალტინგის“ მენტორების პირველი სამუშაო შეხვედრა და ჩატარდა მენტორთა ტრენინგი. პროგრამაში ჩართულია ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი”-ს 5 მენტორი. შეხვედრაზე განიხილეს თუ რა მეთოდებით უნდა მოხდეს მეწარმეებთან მუშაობა, ასევე მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.

 


პროექტი ხორციელდება USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ფონდი ,,კრისტალი“-ს, ფინანსური ჩართულობის კომპანია ,,კრისტალი“-სა და „კრისტალ კონსალტინგი“-ს ერთობლივი მონაწილეობით. მომდევნო 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მენტორობას გაუწევენ 500 ქალ მეწარმეს.


R

თეგები:
კრისტალi



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up