ქობულეთში სასტუმრომ, სადაც ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ და ფრანგული კაბარე „ლიდო“ განთავსდება, მშენებლობის ნებართვა მიიღო

ქობულეთში სასტუმრომ, სადაც ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ და ფრანგული კაბარე „ლიდო“ განთავსდება, მშენებლობის ნებართვა მიიღო

access_time2018-09-24 17:30:39

ქობულეთში, 200 მილიონი დოლარის ღირებულების, 5-ვარსკვლავიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ლომიძემ განუცხადა. კომპლექსის გახსნის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.


პროექტს უნგრული სამშენებლო კომპანია „ქეში“ განახორციელებს და მისი მშენებელობა უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. როგორც ლომიძე აცხადებს, ადგილობრივ კომპანიებს არ აქვთ ის გამოცდილება, რომ ასეთი ღირებულების და მნიშვნელობის პროექტები განახოციელონ, სწორედ ამიტომ ინვესტორებმა სამშენებლო გუნდი მრავალწლიანი გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს.



კითხვაზე, თუ რომელი კომპანია იქნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერატორი, ამის შესახებ „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გვპასუხობს, რომ - „არჩევანი დიდია - „ჰილტონს, „რედისონ ბლუს“, „კემპინსკის“ და „სვის ჰოტელის“ შემოსვლა განიხილება და ამ ეტაპზე ყველასთან გარკვეული სახის მოლაპარაკებები გვაქვს, ხოლო ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს ხელშეკრულებას მასთან გავაფორმებთ.



მაგალითად „ჰილტონი“ ბოლომდე იბრძოლებს და მას 100%-ით სურს ქობულეთში ინვესტიციის განხორციელება.
„ჰილტონს“ საქართველო კარგ საინვესტიციო ქვეყნად მიაჩნია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სწორედ ამიტომ ვითარდება.“




როგორც ლომიძემ განაცხადა, კომპანიამ სამშენებლო ნებართვა აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე მიიღო. რაც შეეხება, ზაფხულში პროექტის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებას აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ტურისტული სეზონის გამო კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დროებით შეაჩერა.


ვანო ლომიძის ინფორმაციით, კომპლექსში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ და ფრანგული კაბარე „ლიდო“ შედის. ამ დრომდე კომპლექსში „მულენ რუჟის“ შემოსვლაც მოიაზრებოდა, თუმცა „ლიდომ“ უკეთესი პირობები წამოაყენა.


პროექტი 220 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.


კომპანიამ აღნიშნული ფართი რამდენიმე თვეა შეიძინა. პროექტი 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მასში უცხოური ინვესტიცია ხორციელდება. პროექტის დასრულება დაახლოებით 42 თვეში იგეგმება. კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ დამფუძნებელბი არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. მათ შორის, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.


სასტუმროს მშენებლობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე





როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up