პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს ცოტა ხნის წინ Covid 19 დაუდასტურდა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად 35 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, თუმცა თვითიზოლაციას გადის.
ფედერციას ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია გუნდის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ცნობილია,რომ გუნდიდან რონალდუ ერთადერთია , ვინც კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო.