Forbes-მა კრიშტიანო რონალდუ პირველი ფეხბურთელად დაასახელა, რომელიც მილიარდერი გახდა. ბოლო 17 წლის მანძილზე ფეხბურთელმა 650 მილიონი გამოიმუშავა. საფეხბურთო კლუბ „რეალსა“ და „იუვენტურში“ კარიერით დაგროვილი თანხების გარდა, რონალდუმ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი, სასტუმროების ქსელი და მადეირაში მუზეუმი დააარსა.
სპორტსმენებს შორის რონალდუ მესამეა, ვინც პირველი მილიარდი გამოიმუშავა. რეიტინგის სიაში გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსია, რომელიც მილიარდერი 2009 წლს გახდა, თუმცა მან შემოსავლების დიდი ნაწილი რეკლამიდან მიიღო, რიგით მეორეა მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, სამი წლის შემდეგ კი ფეხბურთელი რონალდუ.
Gq.ru
მარიამ მორგოშია