კრიპტოწარმოება საქართველოს ენერგოდეფიციტის 78%-ს შეადგენს

კრიპტოწარმოება საქართველოს ენერგოდეფიციტის 78%-ს შეადგენს

access_time2021-03-17 10:00:51

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. გამონაკლის 2020 წარმოადგენდა. დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც მზარდი ეკონომიკის გარდა ელექტროენერგიაზე დამატებით მოთხოვნას კრიპტომაინინგიც ქმნის. უფასო ან იაფი დენის ხარჯზე მაინინგისთვის მიმზიდეველ ადგილებად ოკუპირებული აფხაზეთი, სვანეთი, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები და ბიტფური რჩება. 


საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მოცულობის კრიპტომაინინგს ბიტფური ახორციელებს. 2020 წელს ბიტფურის მოხმარებამ 132 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მთლიანი მოხმარების 1.1%, რაც 2021 წლის იანვარ-თებერვალში 2.4%-მდე გაიზარდა. ბევრად მაღალი 4.2% იყო ბიტფურის წილი 2019 წელს, მაშინ მან რეკორდული მოცულობის 534 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია მოიხმარა. ბიტფური 2015 წლიდან ოპერირებს, თუმცა პირდაპირი მომხმარებელი მხოლოდ 2018 წლის მაისიდან გახდა, შესაბამისად რა ოდენობის ელექტროენერგიას ხარჯავდა კომპანია იქამდე უცნობია. 2018 წლის ბოლო 8 თვეში კი მისმა მოხმარებამ 272 მლნ კვტ/სთ ანუ მთლიანი მოხმარების 3.2% შეადგინა. სულ 2018 წლის მაისიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ბიტფურმა 993 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც ქვეყნის ჯამური მოხმარების - 35.438 მლრდ კვტ/სთ-ის 2.8%-ს შეადგენს.


ბიტფურის ქარხნები გლდანში და გორში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. ხშირად გავრცელებულა მცდარი ინფორმაცია, რომ კომპანიას უფასო დენი აქვს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ სიმართლეა ის, რომ ბიტფური დღგ-ის 18%-იან განაკვეთს არ იხდის, გადასახადს რომელსაც ვერ სცდებიან ვერც ინდივიდუალური პირები და ვერც სხვა ბიზნესები. კითხვები მიზანშეწონილობის შესახებ მაშინ ჩნდება, როდესაც დეფიციტი ყოველწლიურად იზრდება და როდესაც ამ ფონზე ერთ კომპანიას სასათბურე პირობები აქვს შექმნილი, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ამ კომპანიას არც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნისთვის, არც დიდი დამსაქმებელია და არც რაიმე განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია.


ბიტფური ერთადერთი არაა. ხარჯების სიმცირე ყოველთვის აჩენს რაიმე საქმიანობის წამოწყების სურვილს. თუ ბიტფურს ელექტროენერგიაზე იაფი წვდომა აქვს, სვანეთში ის უფასოა. 2020 წელს ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. თუ სექტემბერში 10-11 ათასი დოლარი ღირდა დეკემბერში $27 000-ს გადააჭარბა. ქსელმა გაზრდილ დატვირთვას ვერ გაუძლო და რეგიონში მაცხოვრებელი ის ადამიანები დაზარალდენენ, რომლებიც მაინინგს არ აწარმოებდნენ. სემეკში აცხადებენ, რომ მაინინგმა სვანეთში მოხმარება 6-ჯერ გაზარდა. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ რამდენიმე მომხმარებელი ქსელიდან ჩაჭრა, თუმცა ეს მხოლიდ დროებითი გამოსავალია.


პრობლემის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი ოკუპირებულ აფხაზეთშია. სადაც ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს თბილისის მაჩვენებელს გაუთანაბრდა, 2021 წელს კი გაუსწრო. უფასო დენის გამო უკონტროლო მოხმარება და დანაკარგები ადრეც ძალიან მაღალი იყო რაც 2020-2021 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება 12.584 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენდა, საიდანაც აფხაზეთის წილი 2.060  მლრდ კვტ/სთიყო. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა 3.7 მლნ-ს უდრის, აფხაზეთში 250 ათასს. მომხარება 1 სულ მოსახლეზე მთელი ქვეყნისთვის 3186 კვტ/სთ-ს შეადგენდა, ენეგურს გამოღმა საქართველოსთვის 2844 კვტ/სთ-ს, ენგურს გაღმა საქართველოსთვის - 8240 კვტ/სთ-ს, ანუ 2.9-ჯერ მეტს. მდგომარეობა 2020 წელს გაუარესდა. მართალია მთლიანი მოხმარება 4.8%-ით 12.157 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა ანუ 1 სულ მოსახლეზე საშუალოდ 3078 კვტ/სთ-მდე, მაგრამ იმავე პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ის მკვეთრად 24%-ით 2.552 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. შესაბამისად რეგიონში მოხმარება 1 სულ მოსახლეზე 10 208 კვტ/სთ-ს გაუტოლდა, დანარჩენ საქართველოში კი 2596 კვტ/სთ-მდე შემცირდა, რაც უკვე 8.7%-იანი ვარდნაა და არა 4.8%-იანი. აფხაზეთში 1 სულ მოსახლეზე მოხმარებამ დანარჩენი საქართველოს მაჩვენებელს 293%-ით გადააჭარბა. 2021 წლის პირველ ორ თვეში აფხაზეთში მოხმარება კიდევ 9.3%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მთელ ქვეყანაში 2.8%-იანი კლება აღინიშნა.


როგორც ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ Commersant-თან საუბრისას განმარტა უფასო დენს აფხაზეთში ადგილობრივებთან ერთად, სპეციალურად ამ მიზნისთვის ჩასული რუსეთის მოქალაქეებიც ეტანებიან. 90-იან წლებში დადებული არაოფიციალური შეთანხმება, რომლის ძალითაც აფხაზეთს ენგურჰესის გამომუშავების 40% უნდა დარჩენოდა არ სრულდება და ზამთრის თვეებში 100% მას რჩება. ბოლო 13 წელიწადში მთლიანი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება 56%-ით გაიზარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში კი გაორმაგდა.



მოძველებული ქსელი აფხაზეთში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მის რეაბილიტაციაზე არავინ ფიქრობს, გაზრდილი დატვირთვა კი ძაბვას აგდებს და საოჯახო ტექნიკას აფუჭებს. საბოლოოდ ე.წ. უფასო დენით ყველაზე მეტად ისევ ადგილობრივები ზარალდებიან.


ბიტფურის, სვანეთისა და აფხაზეთის გარდა, ბიტკოინების მცირე ფერმა კიდევ ბევრ ადამიანს გააჩნია. ისევ და ისევ დაბალი დანახარჯების მიზეზით მიღებული სტიმულის შედეგად მიმზიდველ მხარეებად მაღალმთიანი დასახლებები რჩება, სადაც მოსახლეობა ელექტროენეგიას შეღავათიან ფასად ღებულობს.


სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით 2019 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის 8.5%  - კრიპტომაინინგზე დაიხარჯა, ეს 1.085 მლრდ კვტ/სთ-ა, იმავე წლის იმპორტის 66.7% და ენერგოდეფიციტის 78%.


პირდაპირი მომხმარებლებიდან ყველაზე მსხვილი „ჯორჯიან მანგანეზია,“ რომელმაც იმავე 2019 წელს 1.099 მლრდ კვტ/სთ მოიხმარა, თუმცა ბიტკოინისგან განსხვავებით ექსპორტზე $303 მლნ-ის პროდუქცია გაიტანა, რითაც მესამე ადგილი დაიკავა, რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილებისა და სპილენძის მადნებს გარეშე კი პირველი ადგილი. კომპანია ასევე ფლობს ვარცხიხეჰესს რომელმაც 2019 წლს 727 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა, ანუ საკუთარი საჭიროების 66%. „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელობაშია ასევე ჭიათურის სამთო-გამამდირებელი კომბიმატი და კლინიკა „ფერომედი.“ სხვა მსხვილი პირდაპირი მომხმარებლები ასევე არიან: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,“ „რუსთავის ფოლადი,“ „რუსთავის აზოტი,“ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“  და „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია.“ ანუ ისეთი კომპანიები რომლების ქმნიან სერვისებს, პროდუქციას ადგილობრივი და საექსპორტო საჭიროებისთვის, ასაქმებენ ადამიანებს, იხდიან გადასახადებს, წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. ამ კომპანიებისგან გაბსხვავებით კრიპტომაინინგით მოგებული მხოლოდ მისი მფლობელი რჩება.


საქართველოს კანონმდებლობით ბიტკოინის ან რომელიმე სხვა ციფრული ვალუტის ფლობა, გადარიცხვა და გამომუშავება აკრძალული არ არის. აკრძალვის მოთხოვნა მხოლოდ იმიტომ რომ ბევრ დენს მოიხმარს სამართლიანობასთან კითხვებს აჩენს და ამ პრინციპით ნებისმიერი საქმიანობის აკრძალვის იდეა შეიძლება გაუჩნდეს ვინმეს. უფრო მეტ პრობლემას შერჩევითი შეღავათები წარმოადგენს, სტანდარტული ტარიფი კრიპტოგენერაციას ავტომატურად შეამცირებდა. მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის სვანეთში სუბსიდირება დასაშვებია, ოღონდ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოხმარების შემთხვევაში.


ჰესების მოწინააღმდეგეებისთვის კრიპტომაინინგი ბოლო წლებში ხელჩასაჭიდი თემა გახდა და მათი მტკიცებით მოხმარება მხოლოდ ბიტკოინების გამოთვლების ხარჯზე იზრდება რაც მცდარია. მაინინგი 2015 წლიდან დაიწყო და მნიშვნელოვან მოცულობას 2017 წელს მიაღწია, როდესაც ბიტკოინის ფასი $900-დან $20 000-მდე გაიზარდა. ელექტროენერგიის მოხმარება კი იქამდეც იზრდებოდა. 2007 წელს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მოხმარება 7.815 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენდა, 2010 წელს 8.441 მლრდ კვტ/სთ-ს, 2014 წელს, სანამ მაინინგი დაიწყებოდა 10.170 მლრდ კვტ/სთ-ს, 2016 წელს მაინინგის გაფართოვებამდე - 11.026 მლრდ კვტ/სთ-ს.


თუ 2019 წელს კრიპტომაინინგზე 1.085 მლრდ კვტ/სთ დაიხარჯა მის გარეშე მოხმარება 11.686 მლრდ კვტ/სთ იქნებოდა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს 3.241 მლრდ კვტ/სთ-ით ანუ 38%-ით მეტია. მოხმარების ზრდის ტემპი გენერაციის ზრდის ტემპს კრიპტომაინინგის გარეშეც უსწრებს.



გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up