კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

access_time2020-02-20 20:00:11

კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს შეადგენს.

 

თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო, წლების მანძილზე კრიპტივალუტების ღირებულება არარეალურად იზრდებოდა. ბევრმა იღბლიანმა ადამიანმა მის ხარჯზე ზღაპრულად გამდიდრება მოახერხა.

 

Binance-ის დირექტორი ჩანპენ ჩჟაო

 

ერთი წლის მანძილზე ჩანპენ ჩჟაო რიგითი ჩინელიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა. ჩინეთში კრიპტოვალუტაზე გამდიდრებულ ადამიანებს შორის ის პირველ ადგილზეა, მისი ქონება კი 2018 წელს 2 მლრდ. დოლარად შეფასდა.

 

ამ კაპიტალის გამოსამუშავებლად მას 2014 წელს სახლის გაყიდვა მოუწია. მიღებული თანხით, მომავალში უმსხვილესი კრიპტობირჟის დამაარსებელმა, 600 დოლარის ბიტკოინები იყიდა, რაც საკმაოდ მომგებიანი ინვესტიცია აღმოჩნდა. მოგვიანებით მთავარი კრიპტოვალუტა  20 0000 დოლარამდე გაძვირდა, ხოლო დღეს გაიაფების შემდეგაც კი, ის 600 დოლარზე გაცილებით მეტი ღირს.



თუმცა, ჩჟაო არ იყო უბრალოდ იღბლიანი ადამიანი, რომელმაც მომგებიანი ბილეთი შემთხევით აიღო, მანამდე ის კანადაში პროგრამირებას სწავლობდა, ტოკიოს საფონდო ბირჟაზე მუშაობდა და კორპორაცია Bloomberg-ის მთავარი ტექნიკური დირექტორი იყო.

 

2005 წელს ის შანხაიში გადაბარგდა და ბროკერული კომპანია Fusion Systems დააარსა, 2013 წელს  ბიტკოინების საფულე Blockchain.info შექმნა,  შემდეგ კი მუშაობა ფინანსური კომპანია OKEx -ს ტექნიკურ დირექტორად დაიწყო.

 

ამის შემდეგ იწყება სახლის გაყიდვის და კრიპტოვალუტით გამდიდრების ისტორია. უმსხვილესი, მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე კრიპტობირჟის Binance-ის დამაარსებელი სულაც არ იყო უბრალო ბიჭი, რომელიც მოულოდნელად გამდიდრდა - მისი წარმატები მრავალწლიანი საქმიანობის ლოგიკური შედეგი აღმოჩნდა.


 


ტაილერ და კემერონ  ვინკლვოსები

 

ტყუპები, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილები Facebook-ის დამაარსებელთან მარკ ცუკერბერგთან სასამართლო დავის წყალობით გახდნენ, კრიპტოვალუტების სამყაროში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

 

2013 წლის აპრილში მათ განაცხადეს, რომ მსოფლიოში არსებული ბიტკოინების 1%-ს ფლობენ, საუბარი იყო 90 000 ერთეულზე, რომელთა ჯამური ღირებულებით 11 მლნ. დოლარს შეადგენდა. 2017 წლისთვის ბიტკოინი 20 000 დოლარამდე გაძვირდა, ხოლო ტყუპების ქონება 1.4 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.

 

ვინკლვოსები არა მხოლოდ ბიტკოინებს ფლობდნენ, არამედ აქტიურად აფინანსებდნენ ბლოკჩეინ-სტარტაპებს, ხოლო 2015 წელს მათ საკუთარი კრიპტობირჟა Gemini შექმნეს, რომელიც ნიუ-იორკში აქტიურად მუშაობს.

 

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტაში ჩადებული 11 მლნ. დოლარი მათ მარკ ცუკერბერგთან სასამართლო დავის შედეგად მიიღეს.

 

ვიტალიკ ბუტერინი

 

30 მლრდ. დოლარის კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა ეთერიუმის შემქნელი, რუსეთის ქალაქ კოლომნაში დაბადებული ვიტალირ ბუტერინი, 5 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადავიდა.მას შემდეგ, რაც მან ბლოკჩეინის შესახებ შეიტყო, ამ თემით დაინტერესდა და ანალიტიკური სტატიების წერა დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე ენთუზიასტთან ერთად ჟურნალი Bitcoin Magazine გამოუშვა.

 

2014 წელს პროგრამისტმა ფონდ Thiel Network-ისგან 100 000 დოლარი მიიღო, უნივერსიტეტს თავი დაანება და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ეთერიუმის ქსელის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. მოგვიანებით გუნდმა დამატებითი დაფინანსება მიიღო და 2015 წელს თავისი ახალი ბლოკჩეინ-პლატფორმა წარადგინა.

 

დღეს უკვე ეთერიუმი მნიშვნელობით და პოპულარობით მეორე კრიპტოვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. პროექტი, მომდევნო წლების მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის დანერგვას გეგმავს.

 

მათი ისტორიები გვიჩვენებს, რომ დიდი ფულის გამომუშავება კრიპტოვალუტებით შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის საკითხში კარგად უნდა ერკვეოდე და კარგი სპეციალისტი უნდა იყო, წინაამღდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება.

 

Forbes.ru

თენგიზ აბლოთია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up