კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

access_time2020-09-23 20:00:02

ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.

 

პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.

 

„ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება სწრაფად იზრდება და ეს მაშინ, როდესაც ყველაზე დატვირთული თვეები ჯერ კიდევ წინაა“ - განაცხადა მან.

 

ლოგუამ ასევე აღნიშნა, რომ ენგურ ჰესი წელიწადში 2 მლრდ. კვტ.ს. ხოლო ვარდნილ ჰესი - 450 მლნ.-ს გამოიმუშავებს. ამ რაოდენობიდან აფხაზეთმა 1,5 მლრდ. უკვე დახარჯა, რაც 360 მლნ.-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. და ეს ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში.

 

ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას თქმით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ნოემბერ-დეკემბერში, დატვირთვა ენერგოქსელებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

„შესაძლოა გადამცემმა ხაზებმა დატვირთვას ვერ გაუძლონ და მიწოდების პერიოდული შეწყვეტა მოგვიწიოს. თუ დღევანდელი ტემპებით მოხმარების ზრდა გაგრძელდა, თებერვალში დეფიციტი 150 მლნ, კვტ.ს.-მდე გაიზრდება“ - განაცხადა მან.

 

შესაძლოა 1 ოქტომბრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება განრიგით დაიწყოს - განაცხადა ლოგუამ.


 

ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა აფხაზებისთვის ახალი მოვლენა არაა - ეს ძირითადად ზამთრის ბოლოს ხდება, როდესაც წყლის დონე ჰესში მინიმუმამდე დადის. თუმცა, ოქტომბერში ასეთი რამ არასდროს ყოფილა.

 

შექმნილ ვითარებას ყველა ძირითადად კრიპტოვალუტების აქტიურ მოპოვებას უკავშირებს. აფხაზეთში ბოლო წლების მანძილზე, წარმოუდგენლად იაფი ელექტროენერგიის გამო უამრავი კრიპტოფერმა გაიხსნა,  მათი დიდი ნაწილი არალეგალურია და ენერგიის გადასახადს საერთოდ არ იხდის.

 

ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი გზაა სწორედ კრიპტოფერმების დახურვა. თუმცა, ეს მხოლოდ სათქმელადაა ადვილი, რეალურად კი არავინ იცის ეს როგორ უნდა გაკეთდეს.

 

18 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 5 ფერმის დახურვის თაობაზე, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

 

მთავრობა სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს, სამაინინგო მოწყობილობის შემოტანა აიკრძალა, ფერმებს კი ენერგიის გადასახადი დაუწესდათ 1, 50 რუბლი კვტ.ს.-ზე, რაც სამომხმარებლო ტარიფზე თითქმის 3-ჯერ მეტია.

 

ამ გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მასში ხომ საუბარი არა მაინინგის შეწყვეტაზე, არამედ ენერგორესურსების გამოყენების მოწესრიგებაზე.

 

ეს მთავარ პრობლემებს არ წყვეტს, მაინერები ელექტროენერგიის გადასახადს მაშინ არ იხდიდნენ, როდესაც ის 3-ჯერ ნაკლები იყო რატომ გადაიხდიან დღეს, როდესაც ახლა 3-ჯერ მეტია? გარდა ამისა, კანონი ბევრ პროცედურას გულისხმობს, რაც ჩინოვნიკებისთვის კორუფციის მძლავრი წყარო გახდება.

 

წლების მანძილზე მაინერებთან ბრძოლაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა საქმე წინ არ მიდის და გასაგებიცაა რატომ, მათ თითქმის ყველას, გავლენიანი მფარველი ყავს.

 

„ნახეს ფულის შოვნის იდეალური საშუალება, წევხარ შენთვის მხარ-თეძოზე, ფული კი თვითონ მოდის. საოცნებო ცხოვრებაა“ - წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

 

 

 ekhokavkaza




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up