კრიპტოვალუტების რეგულაცია ქვეყანაში ინვესტიციების და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდას გამოიწვევს - Cryptal

კრიპტოვალუტების რეგულაცია ქვეყანაში ინვესტიციების და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდას გამოიწვევს - Cryptal

access_time2022-08-05 09:00:12

საქართველოში კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. რეგულაცია არა კრიპტოვალუტის მაინინგს, არამედ ბაზრის შუამავლებს, კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებს, ბროკერებს და ბირჟებს შეეხება. ეროვნულმა ბანკის მიერ უკვე შემუშავდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს პირველადი ვერსია.


Cryptal.com-ს დამფუძნებელი იოსებ ბოლქვაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაციების მიღების შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციებიც გაიზრდება და ბაზარიც უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.


„ეროვნული ბანკი გეგმავს კრიპტო ვალუტების რეგულაციას, რაც კარგი ნაბიჯია, რადგან საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, სადაც კრიპტო აღიარებული იქნება, ჰაერში არ იქნება გამოკიდებული და ადგილობრივი კანონმდებლობა კრიპტო ტრანსაქციებს დაარეგულირებს.



ამ კანონმდებლობის და რეგულაციების არსებობის ფონზე, ბევრი უცხოური კომპანიისთვის, რომელიც კრიპტო აქტივების სერვისით არის დაკავებული, მიმზიდველი გახდება ჩვენი ქვეყანა და ინდუსტრია. აქ კომპანიის რეგისტრაციას, შესაბამისი ლიცენზიის აღებას და საქმიანობას განხორციელებას შეძლებენ, შესაბამისად გაიზრდება ინვესტიცია და ბაზარიც უფრო კონკურენტული გახდება“, — ამბობს იოსებ ბოლქვაძე.


როგორ ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოში კრიპტო ბაზრის რეგულირების კანონპროექტი მუშავდება და ახალი რეგულაციები სავარაუდოდ წელს შევა ძალაში. კანონპროექტი რამდენიმე სფეროს დაარეგულირებს, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და კრიპტოვალუტით ვაჭრობას.


საწყის ეტაპზე ზედამხედველობა მოიაზრებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციას, Fit and Proper შემოწმებასა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ზედამხედველობას. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს: ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს მიეცემათ დრო ორგანიზაციის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ გამომდინარე იქედან, რომ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული მომსახურება მომატებულ ML/TF რისკებთან არის დაკავშირებული, მათი ბუნებიდან გამომდინარე (ანონიმურობის მაღალ ხარისხი, ტრანზაქციების სისწრაფე, ტრანზაქციების მიკვლევის სირთულე და სხვ.) და მათი მომსახურების გამოყენება შეიძლება ხელსაყრელი იყოს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს შესაბამის საზედამხედველო ჩარჩოზე.


კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.


თეგები:
Cryptal.com



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up