2021 წელს კრიპტოვალუტაში ტრანზაქციების მოცულობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6,1 მილიარდი დოლარი შეადგინა რაც 177,3%-ით მეტია 2,2 მილიარდ დოლარზე, ანუ წინა წელთან შედარებით.
2023 წელს კრიპტო ტრანზაქციის ღირებულება 16,16 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რადგან მეტი ბიზნესი მიიღებს ამ ციფრულ ვალუტას გადახდის სახით. კრიპტოვალუტის ბუმი ემთხვევა პანდემიის დაწყების შემდგომ პერიოდს, როდესაც ციფრულმა აქტივებმა დაიპყრო სახლში და ინტერნეტში ჩარჩენილი ადამიანების წარმოსახვა. ჩვენი შეფასებით, აშშ-ში ზრდასრულ მოქალაქეთა თითქმის 13% კრიპტოვალუტას ფლობს. მფლობელთა უმეტესობა მას გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ინახავს და მხოლოდ 10% იყენებს თავის კრიპტოვალუტას ტრანზაქციებზე. ამასთან, კრიპტო გადახდების მომხმარებელთა ბაზა ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს 2023 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელების ზრდა ჯამში შენელდება.
insider.com