კრიპტოვალუტა - იდეალური შესაძლებლობა კრიმინალისთვის

კრიპტოვალუტა - იდეალური შესაძლებლობა კრიმინალისთვის

access_time2021-06-09 20:00:57

ციფრული ვალუტების მომხრეებს უყვართ ვირტუალური ფულისადმი ცნობილი ადამიანების, სპორტის და შოუ ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესზე საუბარი, თუმცა, ჯიუტად არ იმჩნევენ, რამდენად გაუმარტივა კრიპტოვალუტამ ცხოვრება ჰაკერებს და გამომძალველებს.

 

ამ თემას გამოცემა project-syndicate.org ვრცელ მასალას უძღვნის და წერს, რომ მაგალითად, აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობსადენზე განხორციელებული კიბერთავდასხმის ორგანიზატორებმა გამოსასყიდის სახით 5 მლნ. დოლარი მიიღეს და თანხა სწორედ ბიტკოინებში იყო გადახდილი.

 

ეს უკვე არა ერთეული შემთხვევა, არამედ ტენდენციაა - ანონიმური კრიპტოვალუტები გადასახადების დაფარვის, ფულის გათეთრების, ტერაქტების ორგანიზებისთვის და სხვა საშიში დანაშაულისთვის იდეალური იარაღი გახდა.

 

აზრი, თითქოს კრიპტოვალუტა დაგროვების უწყინარი საშუალებაა - წარმოუდგენლად მიამიტურია. საცალო ვაჭრობის ობიექტები, როგორც წესი, ვირტუალურ ფულს, ტრანზაქციებზე მაღალი დანახარჯების გამო, თითქმის არ იყენებენ, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ფულის მოძრაობის კონტროლის თავიდან აცილება, უკანონო შემოსავლების გათეთრება, საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევა, ან სხვა უამრავი დანაშაულის ჩადენა სურს - კრიპტოვალუტაზე უკეთეს მოკავშირეს ვერ იპოვის.

 

ადრე თუ გვიან, მთავრობებს ვირტუალური ფულის ბრუნვის უფრო მკაცრი რეგულირება მოუწევთ. დღეს ეს პროცესი დაძრულია და წესით ამან კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა უნდა შეამციროს, მაგრამ ასე არ ხდება. მაშ რატომ ძვირდება კრიპტოვალუტა? პასუხს ნაწილობრივ იძლევა ეკონომიკური თეორია, რომლის თანახმადაც, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ბაზარზე გიგანტური საპნის ბუშტები ჩნდება. ეს არის აქტივი, რომელსაც ფაქტიურად არანაირი ღირებულება არ გააჩნია, თუმცა, ამ ბაზარზე იმდენი მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი შევიდა, რომ პოლიტიკოსებს კრიპტოვალუტების რეგულირება ძალიან გაუჭირდებათ.

 

სტატიის ავტორის აზრით, დროში რაც უფრო მეტად გაიწელება ციფრული ფულის კონტროლზე აყვანის პროცესი, მით უფრო გართულდება ამის გაკეთება მომავალში. ჩინეთის და სამხრეთ კორეის მთავრობებმა კრიპტოვალუტყებზე შეტევა უკვე დაიწყეს, თუმცა გაურკვეველია, რამდენად სერიოზულია მათი განწყობა ამ კუთხით.

 


ამერიკაში ფინანსური ლობი ციფრული ფულის რაიმე ტიპის რეგულირების მცდელობებს ჯერ-ჯერობით წარმატებით აკავებს.

 

ბაიდენის ადმინისტრაცია 10 000 დოლარზე მეტი მოცულობის ტრანზაქციებზე სავალდებულო ანგარიშგების შემოღებას გეგმავს, თუმცა, ეს საკმარისი არაა - კრიტპოვალუტების გაკონტროლებისთვის გაცილებით მეტი საერთაშორისო კოორდინირებაა საჭირო, როგორც მინიმუმ, განვითარებულ ქვეყნებში.

 

ბიტკოინი გლობალური არალეგალური ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა, და მისი კონტროლზე აყვანისთვის  ძლიერ და მდიდარ ქვეყნებსაც კი ათწლეულები დასჭირდებათ. ვირტუალური ფულისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია - მისი მთავარი, და თითქმის ერთადერთი აშკარა უპირატესობა ხომ სწორედ ანონიმურობა და უკონტროლობაა - როგორც კი ის ოფიციალური რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა, მასზე მოთხოვნა დრამატულად შემცირდება.

 

არავინ არ უპირისპირდება ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, რომელიც კრიპტოვალუტების საფუძველს წარმოადგენს და მას ადამიანების ყოფის გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.

 

გარკვეულწილად, კრიპტოინდუსტრია ენერგეტიკაში პროგრესსაც ხელს უწყობს  - ვირტუალური ფულის მოპოვებას იმდენი ელექტროენერგია სჭირდება, რომ ნაწილობრივ ამის გამო მსოფლიოში ალტერნატიულ ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიები იქმნება.

 

კრიპტოინვესტორებისთვის სამწუხაროდ, ჰაკერების და გამომძალველების აქტიურობა  შესაძლოა ის გარდამტეხი  მომენტი გახდეს, როდესაც რეგულატორები, ბოლოს და ბოლოს, ზომების მიღებას დაიწყებენ.

 

ძალიან ბევრი შედარებით მცირე, მსოფლიოში არცთუ ისე ცნობილი კომპანია გახდა ვირტუალური გამოძალვის მსხვერპლი და ეს სერიოზული პრობლემაა. მთავრობებს იმ ძალებთან შერკინება მოუწევთ, რომლებმაც კრიპტოვალუტის სახით არალეგალური შემოსავლის მიღების იდეალური საშუალება მიიღეს.

 

რეგულატორებმა უნდა გამოიღვიძონ, სანამ გვიანია არა.

 


წყარო: project-syndicate.org

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up