კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

access_time2019-03-25 20:00:34


ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს.


პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე.


თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას ამის უკან და ვინ შექმნა ეს ტექნოლოგია და ბიტკონი. ერთადერთი, რაც ცნობილია, ეს არის ფსევდონიმი - სატოში ნაკამოტო და ათასნაირი ვარაუდი იმაზე, თუ ვინაა ის სინამდვილეში.


ერთადერთი, რაც მეტ-ნაკლებად ცნობილია, ეს არის ბიტკოინების რაოდენობა, რომელსაც ის ფლობს, თუმცა, აქაც ძალიან ბევრი ვარაუდია. ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ სატოშო ნაკამოტოს აქვს მილიონი ბიტკოინი, თუმცა 2018 წელს ბირჟა BitMEX-ის ანალიტიკოსებმა დათვალეს, რომ იდუმალ მაინერს, რომელიც დომინირებდა ქსელში 2009 წელს და, სავარაუდოდ, იყო სწორედ სატოში ნაკამოტო, შეეძლო მხოლოდ 700 000 ბიტკოინის მიღება.


კრიპტოსაზოგადოებაში არსებობს უამრავი თეორია ბიტკოინის შემქნელის თაობაზე. არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც იდეალურად შეეფერება ამ როლს, თუმცა, მათ ყველას აკლია მთავარი - მტკიცებულებები.


2014 წელს Newsweek-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ბიტკოინის შემქნელად დაასახელა 64 წლის იაპონური წარმოშობის ამერიკელი დორიან სატოში ნაკამოტო. პროგრამისტი ლოს-ანჯელესიდან. ის მუშაობდა საიდუმლო სამხედრო პროექტებში, ასევე იყო პროგრამისტი ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიებში.


თუმცა, პუბლიკაციის შემდეგ მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ არ აქვს არაფერი საერთო კრიპტოვალუტის შექმნასთან.


იგივე 2014 წელს Forbes-მა დაწერა, რომ დორიან ნაკამოტოსთან ახლოს ცხოვრობს პროგრამისტი და ვირტუალური ფულის ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი ხელ ფინი - სწორედ ის იყო ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც მიიღო ბიტკოინის ტრანზაქცია.


გამოცემის რედაქტორმა ენდი გრინბერგმა, იმის მიუხედავად, რომ მეცნიერი იყო ავად - ის ვერ მოძრაობდა და ვერ ლაპარაკობდა, სცადა მისგან ინტერვიუს აღება,. თუმცა, კრიპტოსამყაროს აქაც ელოდა იმედგაცრუება - ხელ ფინიმ უარყო Forbes-ის ინფორმაცია.


გლობალურ გამოძიებას შეუერთდნენ ლინგვისტები - ბირმინგემის უნივერსიტეტის მკლევარებმა შეისწავლეს კრიპტოგრაფიის და ინფორმატიკის პროფესორის ნიკ საბოს წერის მანერა და თემები, რომლებიც დაემთხვა პირველ პუბლიკაციებს ბიტკოინზე, რომელთა ავტორი იყო სატოში ნაკამოტო.



ნიკ საბო გახდა მორიგი სავარაუდო ნაკამოტო, რასაც ადასტურებდა ისიც, რომ 1998 წელს მან დაწერა სტატია ახალ ტექნოლოგიაზე, რომელსაც დაარქვა Bit Gold. ეს კონცეფცია ძალიან ახლოს იყო ბლოკჩეინთან, თუმცა, ის არ იყო რეალიზებული რეალურ ცხოვრებაში.


ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ნიკ საბოს 40 სტატია, რომელიც, ლინგვისტური თვალსაზრისით, ძალიან წააგავდა ბიტკოინის შემქმნელის წერის მანერას.


თუმცა, თავად საბომ არაერთხელ უარყო ეს ვარაუდები და ცალსახად აცხადებდა, რომ, მსგავსების მიუხედავად, მას არაფერი არა აქვს საერთო კრიპტოვალუტის მამასთან. ხოლო მტკიცებულებები, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, არ იყო საკმარისი.


ჟურნალისტები არ დანებდნენ და 2015 წელს საიტებმა Gizmodo-მ და Wired-მა გამოაქვეყნეს დამოუკიდებელი კვლევები, რომელთა თანახმად, სავარაუდოდ, სატოში ნაკამოტო იყო მეცნიერი და მეწარმე კრეიგ რაიტი.


წინამორბედისგან განსხვავებით, მას არ დაუწყია ამ ვარაუდის უარყოფა, პირიქით, მან დაწერა პოსტი, სადაც აღიარებდა, რომ სწორედ ის არის პირველი ვირტუალური ვალუტის შემქნელი.


თუმცა, მისი დიდება მოკლევადიანი აღმოჩნდა - გამოცემა Reddit-მა მოიძია რამდენიმე მტკიცებულება, რომ კრეიგ რაიტი სინამდვილეში არ იყო სატოში ნაკამოტი. ბიტკოინის საბაზო პროგრამული უზრუნველყოფის შემქნელმა გრეგორი მაქსველმა განაცხადა, რომ კრეიგ რაიტს არა აქვს არაფერო საერთო ბლოკჩეინის მამასთან.


მას დაეთანხმა ასევე ჰაკერი დენ კამინსკი - მან უწოდა რაიტს მატყუარა და თაღლითი, რომელმაც მოატყუა მთელი მსოფლიო.


იყო კიდევ ათამდე ადამიანი, რომელსაც ჟურნალისტები და ანალიტიკოსები ამსგავსებდნენ სატოში ნაკამოტოს, თუმცა, ამ შემთხვევებშიც არ იყო საკმარისი ობიექტური მტკიცებულებები.

ერთხელ ეს პატივი ერგო ილონ მასკს, თუმცა, მან ძალიან სწრაფად უარყო ეს ვერსია.


2018 წელს ბიტკოინის ერთ-ერთმა შემქნელმა ჯეფ გარზიკმა, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი ნამდვილ სატოში ნაკამოტოსთან, გამოთქვა ვარაუდი, რომ ის იყო ყოფილი ჯარისკაცი და დეტექტივი დეივ კლეიმანი.


1995 წელს კლეიმანი ავარიაში მოხვდა და დაკარგა გადაადგილების უნარი, რის შემდეგაც დაიწყო მუშაობა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დარგში. ის იყო ნიჭიერი პროგრამისტი, რომელმაც ბევრი რამ ისწავლა თავისით, თუმცა, 2013 წელს კლეიმანი გარდაიცვალა ინფექციისგან.



ეს ისტორია ამით არ დასრულებულა - 2018 წელს მისმა ძმამ, აირა კლემანმა უჩივლა ცრუ-სატოშის კრეიგ რაიტს და მოითხოვა მისგან 1 მლნ ბიტკოინი, რომელიც, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა გარდაცვლილ პროგრამისტს.


თუმცა, კომპანია WisSec-ის სპეციალისტებმა კიბერუსაფრთხოების დარგში დაადგინეს, რომ იტყუება ორივე მხარე - არც რაიტის და არც კლეიმანის ბიტკოინ მისამართებს არა აქვთ არაფერი საერთო კრიპტივალუტის შექმნასთან.


2019 წლის მარტში ჯეფ გარზიკი დაიბარეს სასამართლოში და მას უახლოეს დროში მოუწევს ჩვენებების მიცემა და რაიმე საბუთების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებენ, რომ კლეიმანი მართლაც იყო სატოში ნაკამოტო.


ასევე, ის მიაწვდის სასამართლოს ინფორმაციას კრიპტოვალუტის პირველ ტრანზაქციასთან დაკავშირებით.


ამჯერად, არა მასმედია, არამედ სასამართლო შეეცდება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემას - ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო სატოში ნაკამოტო?



RBC



თეგები:
ბიტკოინი



არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...


მსგავსი სიახლეები

up