კრიპტოკაპიტალიზაციამ $1 ტრლნ-ს გადააჭარბა

კრიპტოკაპიტალიზაციამ $1 ტრლნ-ს გადააჭარბა

access_time2021-01-08 19:00:14

ბიტკოინის ღირებულება ახალ ისტორიულ რეკორდს - $40 000-ს უახლოვდება. მთლიანმა კრიპტოკაპიტალიზაციამ კი $1 ტრლნ-ს უკვე გადააჭარბა და 8 იანვრის შუადღის მდგომარეობით $1.04 ტრლნ-ს შეადგენს.

3 თვის წინ, ყველა ციფრული ვალუტის ჯამური ღირებულება $342 მლრდ-ს შეადგენდა. კრიპტობაზარმა $0.5 ტრლნ-იანი ზღვარი 18 ნოემბერს გადალახა. 2021 წლის 5 იანვარს კაპიტალიზაციამ $900 მლრდ-ს მიაღწია და 3 წლის წინანდელი რეკორდი დაემხო. 13 ნიშნა მაჩვენებელზე ციფრული ვალუტების ბაზარი 7 იანვარს გავიდა.

ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის ყველა მთავარი კრიპტოვალუტა მკვეთრად გაძვირდა. ბიტკოინმა $20 000-იან ზღვარი 17 დეკემბერს გადალახა და ამით 2017 წლის დეკემბრის რეკორდი მოხსნა. ის ამჟამად $38 600 ღირს, კაპიტალიზაცია კი $720 მლრდ-ს აჭარბებს.ბიტკოინის წილი მთელს კრიპტოკაპიტალიზაციაში 69.6%-ს შეადგენს. 4 დღის წინ ის 72%-ს აჭარბებდა, თუმცა 1.5 თვის წინ 60%-ზე ნაკლები იყო.

ბიტკოინი ყველაზე ძველი, ყველაზე ძვირი და ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა, თუმცა არა ერთადერთი. Coinmarketcap-ის პლატფორმაზე 8200-ზე მეტ ციფრულ ვალუტაზეა მონაცემები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი და ამასთან ერთად სარისკოცაა, თუმცა მილიარდიანი ან უფრო მეტის კაპიტალიზაცია ბიტკოინის გარდა კიდევ 35 კრიპტოვალუტას გააჩნია. პირველი 5 ვალუტის წილი კი მთელი კრიპტოკაპიტალიზაციის 87%-ს აჭარბებს.


ბიტკოინის შემდეგ ყველაზე დიდი $137 მლრდ-იანი კაპიტალიზაცია ეთერიუმს გააჩნია. მისი საცალო ღირებულება $1200-ს შეადგენს. ბოლო 1 კვირაში ის 62%-ით გაძვირდა. მესამე ადგილზე $23 მლრდ-იანი კაპიტალიზაციით ტეტერია. $14.5 მლრდ-ით მეოთე ადგილზე რიპლია, ხოლო $10.8 მლრდ-ით ხუთეულს ლაითკოინი ასრულებს.


ბიტკოინს და ზოგადად ციფრულ ვალუტებს რამდენიმე უპირატესობა და ასევე ნაკლოვანებაც ახასიათებთ. საერთაშორისო გადარიცხვები ბევრად უფრო სწრაფია და თან იაფი. მაღალია ანონიმურობის ხარისხი. არსებობს მკვეთრი გამყარების ალბათობა. კურსის ცვალებადობა თუ ერთისთვის შანსია, მეორე ადამიანისთვის რისკია. ციფრული ფული ღირებულების საზომად ვერ გამოდგება. არსებობს კრიპტოვალუტის სრულად დაკარგვის ან ციფრულ საფულეზე ჰაკერული თავდასხმის შანსი. გარდა ამისა მისი გამომუშავება - მაინინგი საკმაოდ დიდ ელექტროენერგიას საჭიროებს. გლობალური მასშტაბით ელექტროენერგიის 38% ნახშირზე მომუშავე თბგოსადგურებისგან მიიღება რაც გარემოზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს.

2017 წელს ციფრული ფულის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლის დაკარგვის შეეშინდათ და მას რეგულირება დაუწყეს, ძირითადად ამ მიზეზით კრიპტობაზარი 2018 წელს მნიშვნელოვნად შეიკვეცა, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსის ვარაუდისგან განსხვავებით, ბუშტი არ გამსკდარა. თავად ბიტკოინის ღირებულება დეკემბერში $4000-საც ჩამოსცდა, თუმცა არ განულებულა.


2020 წელს პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ციფრული ვალუტების აყვავების პერიოდი დადგა. თუ 2020 წლი 1-ელ იანვარს კრიპტობაზრის ჯამური კაპიტალიზაცია $190 მლრდ-ს შეადგენდა, 18 მარტს კოვიდის პანდემიად გამოცხადებიდან ერთ კვირაში, პირველი ვადის შემდეგ $148 მლრდ-მდე შემცირდა, შემდეგ ზრდა დაიწყო და 31 დეკემბერს ის უკვე $770 მლრდ-ს აღწევდა.

 

 გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up