ციმბირის რეგიონი აცხადებს, რომ ჩინეთიდან ბიტკოინის მაინერების შემოდინებამ შესაძლოა, ელექტროგადამცემი ქსელი გადატვირთოს. ციმბირი იაფი ელექტროენერგიითაა ცნობილი, ბიტკოინის მოპოვების პრობლემა კი მას შემდეგ შეიძლება დადგეს, რაც ჩინეთმა კრიპტო მაინინგი აკრძალა.
ირკუტსკის რეგიონში, 2020 წელთან შედარებით, ენერგიის მოხმარება წელს 159%-ით გაიზარდა. გუბერნატორმა იგორ კობზევმა ამ პრობლემის გამო რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს მაინერებისთვის ელექტროენერგიის ფასის გაზრდისკენაც მოუწოდა.
ირკუტსკი, რომელიც დიდწილად ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებულ ელექტროენერგიას ეყრდნობა და რუსეთში ყველაზე იაფი ელექტროენერგიით გამოირჩევა, ბიტკოინის მაინინგის ადგილობრივი ცენტრია. ჩინეთმა, რომელსაც ჯერ კიდევ აპრილში კომპიუტერული ენერგიის თითქმის ნახევარი კრიპტო მაინინგზე ჰქონდა დახარჯული, წარმოება აკრძალა. მაინერები ახალ ადგილებს ეძებენ ყველგან ყაზახეთიდან აშშ-ს ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრიპტოვალუტების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. CNBC-სთან ინტერვიუში პუტინმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტას აქვს არსებობის უფლება და რომ ის შესაძლოა, გადახდის საშუალებადაც იქნას გამოყენებული.
წყარო: Bloomberg, ბიზნესფორმულა