კრიმინალი პირდაპირ ეთერში – Facebook-ის Live ვიდეო კრიტიკის ობიექტი გახდა

კრიმინალი პირდაპირ ეთერში – Facebook-ის Live ვიდეო კრიტიკის ობიექტი გახდა

access_time2016-07-11 13:09:33

ბოლო პერიოდში Facebook-ის Live ვიდეოები აქტიურ განხილვის საგნად იქცა: Live ვიდეოებმა სამოქალაქო ჟურნალისტიკის ფუნქციები შეითავსა. ოთხშაბათს ერთერთმა მომხმარებელმა დაიმონდ რეინოლდსმა საკუთარი სოციალური გვერდზე გამოქვეყნებული Live ვიდეოს საშუალებით საზოგადოებას პირდაპირ ეთერში აჩვენა, თუ როგორ დაჭრა სასიკვდილოდ მინეაპოლისის პოლიციამ მისი საქმრო, ფილანდო კასტილი. 


აღნიშნულმა ვიდეომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ხუთშაბათს კი დალასში მომხდარი, პოლიციაზე თავდასხმა Facebook-ის რამდენიმე მომხმარებელმა თავის გვერდზე ერთდროულად ასახა: ორმა თავდამსხმელმა სნაიპერმა 5 პოლიციელი მოკლა, 10 კი დაჭრა.


გარკვეული პერიოდის წინ სამოქალაქო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი YouTube-ზე ატვირთული ვიდეოები იყო. თუმცა დღეს უკვე ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს - მილიონობით სმარტფონები ადამიანების ხელში და Facebook-ის Live ვიდეოს სისტემა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვეტერანმა ჟურნალისტმა, ალ ტომპკინსმა თავისი აზრი გამოთქვა: „Facebook-ის Live ვიდეოებმა მიმდინარე კვირაში შეითავსეს ის როლი, რასაც რადიო ასრულებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ტელევიზორი ჯონ კენედის მკვლელობის დროს, საკაბელო ტელევიზია სპარსეთის ყურის ომის დროს და Twitter-ი არაბული გაზაფხულის პერიოდში,“ – აღნიშნა მან. მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელი Live ვიდეოებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს.

 

Live ვიდეოების საშუალებით Facebook-ი უფრო მეტი მომხმარებლის მიზიდვას ცდილობს და სურს, მათ სოციალურ გვერდზე უფრო მეტი დრო გაატარონ. კომპანია CNN-ს გარკვეულ თანხასაც კი უხდიდა, რათა საინფორმაციო საშუალებას ახალი ამბები Live ვიდეოების საშუალებით გაევრცელებინა. Facebook-ის ინფორმაციით, Live ფუნქციის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი მოვლენები (დაბადების დღე, ქორწილი, სხვ.) მეგობრებს გაუზიარონ. თუმცა Live ვიდეოს სიკვდილის ასახვაც შეუძლია - დალასში პოლიციელებზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მარკ ცუკერბერგმა აღნიშნულ საკითხს პოსტი მიუძღვნა. „ის, რაც ჩვენ მიმდინარე კვირაში ვნახეთ, ძალიან გულსატკენია. იმედი მაქვს, მსგავსი ვიდეო, რაც დაიმონდმა გადაიღო, Facebook-ზე აღარ მოხვდება. თუმცა ეს ამბავი ჩვენ გვახსენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ღია და ჩართულ მსოფლიოს და კიდევ რამხელა გზა გვაქვს გასავლელი.“


Facebook-ის კრიტიკა Live ვიდეოებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტუალურია. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ვიდეოებში ასახული ძალადობა კონტროლს არ ექვემდებარება და მომხმარებლები ხშირად უყურებენ იმას, რაც Facebook-ის სტანდარტებს ცდება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Live ვიდეოს ფუნქცია შედარებით ახალი და მზარდი ფორმატია და კომპანია ძალადობის შემცველი კონტენტის გაკონტროლებასა და მომხმარებლების დაცვას მაქსიმალურად ცდილობს. ხშირად ისმის კითხვა - უნდა ჰქონდეთ თუ არა მომხმარებლებს პოლიციის ტაქტიკური გადაადგილების ვიდეოთი სოციალურ გვერდზე ასახვის საშუალებას? 


თუკი პასუხი უარყოფითია, ვინ უნდა გააკონტროლოს იგი? „ჩვენ live ვიდეოს უნიკალური გამოწვევები კარგად გვაქვს გააზრებული. სწორედ ამიტომ, საიტი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ვიდეოს სტანდარტების დარღვევისათვის უარყოფითი შეფასება დაუწერონ, და ეს მონაცემი ჩვენ კომპანიაში ფიქსირდება. ჩვენი ჯგუფი კვირაში 7 დღისა და 24 საათიანი რეჟიმის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე მუშაობს, რათა მომხმარებლის უკუკავშირი მაქსიმალურად ოპერატიულად იქნას მიმოხილული.“ – განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა.


 



Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...

საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება

საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება
access_time2020-06-01 10:45:22
დღეიდან, 1 ივნისიდან საქართველოში მუშობის განახლებას შეძლებენ ყველა სახის მაღაზია, დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები.ყველა ობიექტმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური წესები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. რესტორნებსა და კაფეებში მაგიდებს შორის უნდა იყოს არანალებ 2 მეტრიანი...


მსგავსი სიახლეები

up