„არასწორად დათვლილი დანაშაულის სტატისტიკით,  ციფრებში იკარგება კრიმინალი და ქვეყანა რეალურ სურათს კარგავს“

„არასწორად დათვლილი დანაშაულის სტატისტიკით, ციფრებში იკარგება კრიმინალი და ქვეყანა რეალურ სურათს კარგავს“

access_time2019-05-13 09:00:38



„სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ჩანთაში საფულე აღარ მედო. მაშინვე დავრეკე 112-ში. ვინაიდან მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი, ძალიან მალევე ჩემთან მოვიდა არა რიგითი პოლიციელი, არამედ რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსი. სიტყვიერი გამოკითხვის შემდეგ განყოფილებაში წამიყვანა ჩვენების დასაწერად. წერის დაწყებამდე, მაღალჩინოსანი პოლიციელი დაჟინებით მთხოვდა კარგად დავფიქრებულიყავი - საფულე ჩანთიდან ამომაცალეს, თუ უბრალოდ ამომივარდა და დავკარგე. ეს დიალოგი არც ისე ცოტა ხანს გრძელდებოდა. ვხვდებოდი, რომ სამართალდამცველს, სწორედ ამ მიმართულებით სურდა ჩვენება დამეწერა. პოლიციელს ვუთხარი, ვიცი, თუ დაკარგვას დავაფიქსირებ, ამით დანაშაულის სტატისტიკის შელამაზებაში დაგეხმარებითთქო. რა თქმა უნდა, იუარეს. თუმცა საუბარი ისევ იმის ანალიზით გაგრძელდა - დავკარგე თუ გამძარცვეს. ვინაიდან, დაზუსტებით არაფრის მტკიცება შემეძლო, მეც დავწერე, რომ, სავარაუდოდ, საფულე დავკარგე. თითქმის 2 წელი გავიდა, მაგრამ  პოლიციიდან აღარავინ დამკავშირებია. სამაგიეროდ, ამ ხნის მანძილზე საკმაოდ ბევრმა ახლობელმა მიამბო ანალოგიური შემთხვევის მსგავსი ამბავი. ძირითადად.მათაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაკარგეს ესა თუ ის ნივთი და უმეტეს შემთხვევაში ჩვენებებში მათაც უბრალოდ, შემთხვევით დაკარგვის ფაქტი დააფიქსირეს. პოლიციაში ზუსტად იმავე შინაარსის დიალოგის შემდეგ, რაც მე გავიარე - სიტყვა- სიტყვით და იგივე ჩვენება,“ - ეს ამბავი ჩვენმა რესპოდენტმა მოგვიყვა, რომელმაც პოლიციაში შემდგომი სიარულის თავიდან არიდების გამო, საკუთარი გვარის და სახელის დასახელებისგან თავი შეიკავა.


ეს ერთი შეხედვით, მხოლოდ ერთი მოქალაქის პირადი ისტორია, ბევრად მასშტაბური და მოცულობითია. დანაშაულებრივი სტატისტიკა სწორედ რეგისტრაციის საფუძველზე დგინდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანი სწორედ ეს ერთეული შემთხვევებია. ამიტომაცაა, რომ დღეს ყველა ცალ-ცალკე მსჯელობს - გაიზარდა თუ არა დანაშაულის რაოდენობა საქართველოში. დღევანდელი ციფრები რეალობაა თუ დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგი.



რა ხდება დღეს?


2018 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა 54%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებელი 58 ათას 412 ერთეულია.


შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას უწყება მუდმივად აფიქსირებს, რომ ქვეყანაში კრიმინალი მხოლოდ და მხოლოდ მეთოდოლოგიის შეცვლის გამო გაიზარდა. ამის წინა წლებთან შედარება რთულია, რადგან წინა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილის საერთოდ დანაშაულს არ ითვლიდა.  



ყველაფრის გათვალისწინებით ჩნდება ადეკვატური კითხვა - რამდენად ასახავს რეალობას ციფრებზე დაყრდნობილი სტატისტიკა კრიმინოგენულ მდგომარეობას?


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოს კრიმინოგენუი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, რაც ხელს უშლის სწორი ანალიზის გაკეთებას:


„ქობულიამ სტატისტიკის გამოქვეყნება რომ დაიწყო კარგია, მაგრამ სტატისტიკა რომ ობიექტურად გაზომო და თქვა, გაიზარდა თუ არა მაჩვენებელი, ამისთვის გჭირდება სწორი რიცხვები. სამწუხაროდ, მღებრიშვილის დროს დაიწყო სტატისტიკის გაყალბება. სხვანაირად შეუძლებელია ის მაჩვენებლები, რაც ფიქსირდებოდა, რეალური ყოფილიყო. შედეგად, დღეს, როცა ვსაუბრობთ დანაშაულის ზრდაზე, რადგან შედარებისთვის პირველწყარო,  არ გვაქვს შეუძლებელია ერთი მოცემულობას მეორესთან შეფარდება. ე.ი, ერთია საზოგადოების განწყობა, რომელიც თვლის, რომ გაიზარდა კრიმინალი, მაგრამ მეორეა შეგვიძლია თუ არა ამ განწყობის რიცხვებით გაზომვა“.



კიდევ ერთი ფაქტი რაზეც მშვენიერაძე ყურადღებას ამახვილებს, ეს გაზრდილი დანაშაულებრივი სტატისტიკისა და გახსნილი საქმეების თანაფარდობაა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არა ამ ორი ელემენტის შედარებაში, არამედ სისტემაშია.


„არსებობს წარმოდგენა, რომ დანაშაული იზრდება იმიტომ, რომ საქმეს ვერ ხსნის პოლიცია. ეს ასე არ არის. შეიძლება დანაშაული გაზრდილი იყოს და მასთან შესაბამისობაში იყოს გახსნილი საქმეების რაოდენობაც. პრობლემა სულ სხვა რამეშია - სისხლის სამართლის პოლიტიკა, პრევენციული ღონისძიებები, სასჯელაღსრულების სისტემა და ა.შ. ესე იგი, ეს არის კომპლექსური საკითხი“,  აცხადებს მშვენიერაძე.


არასრულ და არაზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს, საბოლოოდ სად მივყავართ, შეუძლებელია დავადგინოთ კრიმინოგენული მდგომარეობაა? - ამ კითხვაზე პასუხს გიორგი მშვენიერაძე ალტერნატიული გზების მოძიებაში ხედავს. მთავარი მხოლოდ პოლიტიკური ნებაა და მეტი არაფერი:


„საბოლოოდ, ის, რომ ქვეყანას არ აქვს ზუსტი რიცხვები, არ აქვს ანალიზის გაკეთების საშუალებაც. მაგრამ არსებობს ალტერნატივა - ვიქტიმოლოგიური კვლევა, რომლესაც საქართველო 2012 წლამდე აწარმოებდა. ახალი ხელისუფლება ამას აღარ აკეთებს. არადა, აღნიშნული კვლევა  საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ როგორია დანაშაულებები და რეალურად რა მდგომარეობა ქვეყანაში. თავის დროზე იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა ამ კვლევას და ერთგვარად კონტროლდებოდა შს-სა და პროკურატურის მიერ გავრცელებულ მაჩვენებლებსაც“.  


სტატისტიკასთან დაკავშირებით, გიორგი მშვენიერაძის საბოლო შეფასება ასეთია: „არასწორად დათვლილი დანაშულით, ციფრებში იკარგება კრიმინალი და ქვეყანა რეალურ სურათს კარგავს“


სალომე ლემონჯავა






„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...

„აქციის მორიგი კვალი ქვეყნის ეკონომიკაზე ლარის გაუფასურებით აისახა“

„აქციის მორიგი კვალი ქვეყნის ეკონომიკაზე ლარის გაუფასურებით აისახა“
access_time2019-11-18 19:00:41
„ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ლარი უკვე გააუფასურა. რამდენიმე  საათიც არ გასულა და ლარი დოლათან მიმართებაში 2.97-იან ნიშნულზეა. ეს თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ –ასე აფასებს  „კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.  „მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ფონია ქვეყანაში. განსხვავებულს ვერაფერს  ვიტყვი, გარდა იმისა, რომ სწრაფი...

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...


მსგავსი სიახლეები

up