კრემლის მოულოდნელი სვლა - ვინ არის მოსკოვის ახალი მომლაპარაკებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატში

კრემლის მოულოდნელი სვლა - ვინ არის მოსკოვის ახალი მომლაპარაკებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატში

access_time2019-07-29 21:00:52

გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს, ასაკის გამო. რუსი დიპლომატი 23 აგვისტოს 70 წლის ხდება. მის შემცვლელად კი სამი კანდიდატურა სახელდება და როგორც რუსული „კომერსანტი" წერს, მთავარი კანდიდატი ივან ვოლინკინია, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორია და რომელიც 2007 წელს საქართველოდან გააძევეს 2 რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით.

 

რა ბედი ელის კარასინი-აბაშიძის ფორმატს და დათანხმდება თუ არა ქართული მხარე კარასინის ნაცვლად დიალოგი გამართოს დიპლომატთან, რომელიც 2007 წელს პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი შენარჩუნდება, თუმცა, ვინ იქნება კარასინის ნაცვლად, არ იცის და კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც რუსეთის საგარეო უწყებიდან ცვლილებაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

 

„კარასინის შესაძლო შემცვლელის ვინაობასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებიდან შევიტყვეთ დღეს, რაიმე ოფიციალური კომენტარი რუსეთის საგარეო უწყებიდან არ ყოფილა, შესაბამისად, როგორც კი იქნება ოფიციალური ინფორმაცია, შესაბამის კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებთ.

 

ვოლინკინს პირადად არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი მასზე. კარასინთან მომდევნო შეხვედრა სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ დიალოგის ეს ფორმატი შენარჩუნდება, მაგრამ პერსონალურ ასპექტებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებდით,"- ამბობს აბაშიძე.

 

ივან ვოლინკინის გაძევებას ადასტურებს წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.

 

მისი თქმით, თუკი ეს დიპლომატი დაინიშნება კარასინის შემცვლელად, რუსეთი სწორედ ამ დიპლომატით ჩაანაცვლებს კარასინი-აბაშიძის ფორმატში კარასინს და ეს მათი მხრიდან იქნება ცინიკური ნაბიჯი.

 

„ეს ქეისი მახსოვს, ვოლინკინი მუშაობდა თბილისში საელჩოში და რუსეთის საელჩოში ძირითადად ასე იყო, ყველა რომელიღაც სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო.

 


"ასე, საგარეო დიპლომატი არც არსებობდა და არც არსებობს და ფაქტი, რომ ვინმე ვოლინკინი ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, ხვდებოდა პოლიტიკურ პარტიებს და შიდა პროცესებში ცდილობდა გავლენის მოპოვებას, ასეთი ფაქტი მახსოვს.

 

"ჩვენი სუვერენული უფლებაა ასეთ ფორმატში არ მივიღოთ მონაწილება, მით უმეტეს, ასეთ ცინიკურ ნაბიჯს გადადგამენ და გაძევებულ დიპლომატს დანიშნავენ კარასინის ნაცვლად პრაღის ფორმატში.

 

"მეორეს მხრივ, ზოგადად კარასინი-აბაშიძის ფორმატი საერთოდ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მითუმეტეს, თუკი დადასტურდება, რომ კარასინის ნაცვლად ნიშნავენ საქართველოშ არასასურველ პერსონად გამოცხადებულ ადამიანს. ამ ცინიკური ჟესტისთვის პასუხის გაცემა მოუწევს „ქართულ ოცნებას", ისინი არ გადაყლაპავენ ჩვენი ქვეყნის ღირსების ხარჯზე, ან ღირსეულ პასუხს გასცემენ,"- ამბობს ქუთელია.

 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძის თქმით, ქვეყნის პრესტიჟისთვის წამგებიანია, როცა წლების წინ გაძევებულ დიპლომატთან ერთად რაღაც ფორმატში დიალოგს წარმართვა ხდება, თუმცა მოლოდინი აქვს.

 

„წესით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულ ადამიანთან არ უნდა გაგრძელდეს. დიპლომატს ეკრძალება აწარმოოს ჯაშუშური საქმიანობა და ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში.

 

"თუმცა, სამწუხაროდ, ვიცით რომ 2008 წლამდე რუსეთის საელჩო საქართველოში ახორციელებდა დახლოებით იგივე ჯაშუშურ ფუნქციას, რასაც საბჭოთა რუსეთის საელჩო 1921 წლის 25 თებერვლამდე, საბჭოთა ოკუპაციამდე.

 

"შეიძლება დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვას, რომ ეს დიპლომატი წინა ხელისუფლებამ გააძევა და ამიტომ ახლა მიიღოს. პუტინმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იყო და საქართველო ოკუპანტიაო, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხიც არ გასცა, ამიტომ შესაძლებელია აბაშიძესთან მოლაპარაკების ფორმატში ამ დიპლომატის დანიშვნაზეც დახუჭოს თვალი.

 

"თუმცა, წესით, მნიშვნელობა არ აქვს ეს დიპლომატი როდის აწარმოებდა ჯაშუშობას, ის გაძევებულია და მასთან საქმიანი ურთიერთობები მიუღებელია. მიუხედავად ამის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი სწორედ მას დანიშნავს კარასინის შემცვლელად აბაშიძის ფორმატში და ხელისუფლებაც მასთან ურთიერთობაზე თანხმობა განაცხადოს,"- ამბობს ჩიტაძე.

 

გრიგორი კარასინის თანამდებობიდან წასვლაზე და მის შემცვლელად ივან ვოლინკინის მოაზრებაზე ინფორმაცია რუსულ მედიაში გაჩნდა.

 

ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

 

2007 წლის ნოემბერში, შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიცია სპეციალურ მოლაპარაკებებს ატარებს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან.

 

რაც შეეხება გრიგორი კარასინს, ოფიციალური ინფორმაციით, ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს. რუსეთში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს, კარასინი კი 70 წლის ერთ თვეში ხდება. ცნობილია რომ რუსი დიპლომატი ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლებს. მის კანდიდატურას სენატორის პოსტზე სახალინის გუბერნატორი აყენებს.

 

წყარო:„რეზონანსი“






ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...


მსგავსი სიახლეები

up