კრემლის მილიარდერების ქალიშვილების მდიდრული ცხოვრება

კრემლის მილიარდერების ქალიშვილების მდიდრული ცხოვრება

access_time2021-06-06 20:00:49

რუსული ელიტის ქალების ახალი თაობა, კრემლთან დაახლოებული მაღალჩინოსნების და დეპუტატების ქალიშვილები, მრავალმილიონიან ბიზნესებს ფლობენ, წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობენ და სოციალურ ქსელებში პოზირებენ.

 

პრივილეგიები, მაღალი პოსტები კომპანიებში, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხები და სოლიდური წილები  დიდ ბიზნესებში  - ეს ყველაფერი კრემლის ულტრა-მდიდარი ქალიშვილების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

 

რუსეთში ქალები პირამიდის მწვერვალზე იშვიათად ხვდებიან, თუმცა ახლო ნათესაი კავშირები ხელისუფლებაში კარიერის ზრდას ხელს საოცრად უწყობს.

 

34 წლის ეკატერინა ტიხონოვა და 36 წლის მარია ვორონცოვა, რომლებსაც ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებად მიიჩნევენ, რუსეთის ბიზნესში და მეცნიერებაში ორი ყველაზე ამოუცნობი ქალია.

 

ტიხონოვა 28 წლის ასაკში მოსკოვის უნივერსიტეტს ტექნოლოგიური ცენტრის დირექტორი გახდა, ხოლო ვორონცოვა, პროფესიით ენდოკრინოლოგი, გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების პროგრამას კურირებს - პირველი ორგანიზაციის ბიუჯეტი 1,5 მილიარდი, ხოლო მეორეს 1 მლრდ. დოლარზე მეტია.

 

გასულ კვირას 30 წლის ქსენია შოიგუმ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ქალიშვილმა თავისი სტარტაპი გაყიდა, რომელმაც 2020 წელს 3 მლნ. დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ქსენია საკმაოდ გახსნილად ცხოვრობს - სპორტულ ღონისძიებებს აწყობს, მოდურ ფოტოსესიაბში მონაწილეობს და ბიზნეს-პროექტებს წარადგენს.

 

თუმცა, ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი - კრემლის მილიარდერების დანარჩენი ქალიშვილები ზედმეტი საჯაროობისგან თავს იკავებენ.

 


რუსი ჟურნალისტის ანა მონგაიტის თქმით, გამონაკლისი ჟურნალ Tatler-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური მეჯლისები, სადაც კრემლის ელიტის ქალები წარმოუდგენლად ძვირ სამეჯლისო კაბებში პოზირებენ.

 

2015 წელს ასეთ ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა ლიზა პესკოვა,  პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის ქალიშვილი. 2018 წლის 23 წლის ლეონელა მანტუროვას, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის დენის მანტუროვის ქალიშვილის დებიუტი შედგა, 2019 წელს  კი ფურორი ანასტასია ჩერნომირდინამ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ჩერნომირდინის შვილიშვილმა მოახდინა.

 

მთელი მოსკოვი ჭორაობს რუსეთის ვიცე-პრემიერის ოლეგ შუვალოვის ქალიშვილზე, მარია შუვალოვაზე, რომელიც საუკეთესო პარტიებს იღებს მოსკოვის დიდ თეატრში. კრემლის ბალერინა ასევე წილებს ბრიტანულ კომპანია Regional Property Developments Limited-ში და უძრავ ქონებას რუსეთში ფლობს. ის მთელს მსოფლიოში საკუთარი იახტით მოგზაურობს, და Instagram-ზე პოზირებს.

 

რუსული ელიტის ქალიშვილები საკუთარი გავლენიანი მშობლებით ამაყობენ, თუმცა პოლიტიკაზე საუბარი აკრძალული აქვთ - მათ სოციალურ ქსელებში ვერ ნახავთ ინფორმაციას საპროტესტო აქციებზე, ან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

 

მათ არ აინტერესებთ პოლიტიკური მიტინგები, როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ქალიშვილს ალექსანდრა პელოსის, ისინი არ წერენ პოლიტიკურ სტატიებს, როგორც მეგან მაკკეინი, ან წიგნებს მწვავე სოციალურ საკითხებზე, როგორც კეტრინ შვარცნეგერი.

 

კრემლის მილიარდერების ქალიშვილებმა იციან, რომ მაღალ პოსტებს და აქციებს მსხვილ კომპანიებში ვერასდროს ვერ მიიღებდნენ, რომ არა მათი მამების მაღალი სტატუსი. იმისთვის, რომ იყვნენ მდიდრები და წარმატებულები, მათ დუმილი მოეთხოვებათ - საკმარისია მათ კორუფციაზე ან ადამიანის უფლებაზე კრინტი დაძრან - მათი მშობლები  დამანგრეველი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან.

 

არის გამონაკლისები - პუტინის ნათლული ქსენია სობჩაკი 2011 წელს ოპოზიციურ მოძრაობას შეუერთდა, რასაც რეგულარული დაკავებები და სახელმწიფო ტელეარხებზე კონტრაქტების გაწყვეტა მოჰყვა.

 

თუმცა, სობჩაკის წინაამღდეგობის პერიოდი  უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა - დღეს მისი გვერდი Instagram-ზე ისევ პლიაჟებზე გადაღებული სელფებით აივსო.

 

კრემლის არც ერთი ქალიშვილის ხმა არ ისმის მაშინ, როდესაც საუბარია ქალების უფლებების დაცვაზე, კორუფციაზე, კრიმინალის ბატონობაზე, ან ოჯახური ძალადობის საშინელ პრობლემაზე....

 

მდიდრულ ცხოვრებას თავისი წესები და ფასი აქვს...

 

წყარო: thedailybeast.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up