კრემლის ჰაკერები კოვიდ19-ის ვაქცინის მოპარვას ცდილობენ

კრემლის ჰაკერები კოვიდ19-ის ვაქცინის მოპარვას ცდილობენ

access_time2020-07-16 22:25:45

რუსეთი კვლავ სხვისი იდეების მოპარვას ცდილობს. ამჯერად კრემლის სამიზნე ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც კოვიდ19-ის ვაქცინაზე მუშაობენ. რუსი ჰაკერები სპირალური ფიშინგის გზით ცდილობენ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციების საინფორმაციო ბაზებიდან, თუ რა შემადგენლობისაა ესა თუ ის ვაქცინა.

 

კიბერთავდასხმა - ახალი ფრონტი მოსკოვსა და დასავლეთს შორის,- ეს არის ამონარიდი დიდი ბრიტანეთისა და კანადის მთავრობების განცხადებიდან, სადაც ისინი საუბრობენ რუსი ჰაკერების მცდელობაზე მოიპარონ ინფორმაცია კოვიდ19-ის ვაქცინის შემადგენლობაზე. როგორც ცნობილია, თავდასხმები ორგანიზაციებზე ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა.

 

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, კიბერთავდასხმა ჰაკერების ჯგუფის ქოზი ბეარ-ის მიერ განხორციელდა. ჯგუფი ასოცირებულია რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან. გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ჯგუფის მიზანია, შექმნას ქაოსი პანდემიის პირობებში. მათი ახალი სამიზნე კი ის ჯანდაცვის ორგანიზაციებია, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რუსი ჰაკერები ცდილობენ ვაქცინის შემადგენლობის მოპარვას.

 


ცნობილი ხდება, რომ რუსი ჰაკერების სამიზნე აუდიტორიაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა. ოფიციალური მონაცემებით, ჰაკერებმა ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენეს ე.წ. სპირალური ფიშინგის მეთოდი.

 

 

ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას. ეს ორგანიზაციები სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს აკეთებენ და ცდილობენ შექმნან ვაქცინა, რომელიც კოვიდ19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანი იქნება,- ამბობს პოლ ჩიჩესტერი, ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი.

 

ბრიტანეთში და კანადაში აცხადებენ, რომ როგორც ქოზი ბეარ ასევე ფენსი ბეარ კიბერ-ჯგუფებია, რომლებიც რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილია და ისინი შემჩნეულები არიან არაერთ ციფრულ დანაშაულში.


amerikiskhma.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up